„შავი პარასკევის“ დიდი მოლოდინი - სანდო გადაზიდვა ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს
ნოემბრის ბოლოს, მსოფლიო შოპინგის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დღე - „შავი პარასკევი“ - მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ მოლოდინებს უკავშირდება. საქართველოში კი, როგორც წესი, დიდ ფასდაკლებებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გადაზიდვის სერვისს ექცევა.
მომხმარებლების ძირითადი მოლოდინი მხოლოდ დაბალი ფასი არ არის - ისინი ელიან, რომ სასურველი პროდუქცია დროულად და უსაფრთხოდ მიაღწევს მათ ხელში.
სწორედ ამიტომ, გადამზიდი კომპანიები „შავი პარასკევის“ პერიოდში განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობენ და ამზადებენ მომსახურებას, რომელიც პასუხობს მომხმარებლის გაზრდილ მოთხოვნას.
კომპანია ONEX-ის მარკეტინგის მენეჯერის, მარიამ ადამიას თქმით, წელსაც იგეგმება შეკვეთების მკვეთრი ზრდა, განსაკუთრებით ონლაინ პლატფორმებიდან. ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები კი ტექნიკა, ტანსაცმელი, სმარტფონები, აქსესუარები და საოჯახო მოწყობილობებია.
„ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ყველა მომხმარებელს, ვინც „შავი პარასკევის“ შეთავაზებებს გამოიყენებს, შეკვეთა სწრაფად და უსაფრთხოდ მივაწოდოთ. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პერიოდი და მაქსიმალურად ვზრუნავთ სერვისის ხარისხზე. ამ პროცესს წელს ისიც ამარტივებს, რომ მომხმარებლებს აღარ მოუწევთ სერვის ცენტრში მოსვლა და შეძენილ ამანათს პირდაპირ სახლში მიიღებენ,“ - აცხადებს მარიამ ადამია.
სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, წინასწარ დაგეგმონ შესყიდვები და დროულად განათავსონ შეკვეთები, რათა სერვისით სარგებლობა მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ.
„როგორც წინასწარ არის ცნობილი, წელს Online პლატფორმებს - იქნება ეს ტექნიკის მაღაზიები, მოდის ბრენდები თუ მულტი-მაღაზიები - 70%-მდე ფასდაკლება ექნებათ, ხოლო გარკვეული კატეგორიების პროდუქცია სპეციალურ სუპერ ფასადაც იქნება ხელმისაწვდომი. ასე რომ, შოპინგის მოყვარულებო, მოემზადეთ, შეადგინეთ სასურველი ნივთების სია და არ გამოტოვოთ ბიუჯეტური შოპინგის შესაძლებლობა,“ - ამბობს ONEX-ის მარკეტინგის მენეჯერი, მარიამ ადამია.
ბიზნეს სექტორის პროგნოზით, „შავი პარასკევი“ წელსაც ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად პერიოდად დარჩება. ონლაინ მაღაზიები კი მომხმარებლებს რეკომენდაციას აძლევენ წინასწარ გაეცნონ შეთავაზებებს, რათა ყველაზე მომგებიანი აქციები არ გამოტოვონ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.