შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად
თიბისი კონცეპტის წარდგენით, 11-13 ივლისს, „ისთერნ პრომოუშენსის“ ორგანიზებით ბათუმში შავი ზღვის მე-18 ჯაზფესტივალი გაიმართა. სამ დღიანი დაუვიწყარი თავგადასავალი სტუმრებისთვის თბილისიდან ბათუმისკენ ჯაზმატარებლით მგზავრობით დაიწყო.
საუკეთესო განწყობის შესაქმნელად უკვე ტრადიციაა, რომ ფესტივალის სტუმრებს, თიბისი კონცეპტი, VISAდა საქართველოს რკინიგზა კომფორტულ მგზავრობასთან ერთად გამორჩეულ შთაბეჭდილებას უქმნიან. მგზავრების განწყობაზე მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდნენ - კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია და ნიკალა ზუბიაშვილი. გემოვნებიან მუსიკას თან ახლდა გამაგრილებელი სასმელები, ლანჩი, ტკბილეული, სახალისო აქტივობები როგორიცაა „გამოიცანი მელოდია“, რომლის გამარჯვებულებიც დასაჩუქრდნენ თიბისი კონცეპტის პარტნიორი კომპანიებისგან - სენსი, ბიოლოჟიქი, ისი პარი, ოკტოპუსი, ყვარლის ტბა, მტევინო, Malongo და Extra.ge. ჯაზმატარებლის ყველა მგზავრს კი, თიბისი კონცეპტის საჩუქრებთან ერთად, PSP-მ თავის მოვლის განსაკუთრებული ნაკრები გადასცა.
ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში, თიბისი კონცეპტმა თავის მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზებებიდაახვედრა დასვენების, კვების ობიექტებსა და თავის მოვლის სფეროში. ფესტივალის დღეებში უამრავ ობიექტში, კაფე-რესტორნებში, სასტუმროებში, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში ქეშბექი და ფასდაკლება მოქმედებდა, რამაც კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა საზაფხულო თავგადასავალი ბათუმში, როგორც აქტიური, ისე მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვის.
წლევანდელმა ჯაზფესტივალმა ტრადიციულად მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსებს უმასპინძლა და დაუვიწყარი ემოციები დატოვა ფესტივალის სტუმრებში. თიბისი კონცეპტმა, კი თავის მომხმარებლებს, საუკეთესო გამოცდილება შეუქმნა და ყოველი შეთავაზებით კიდევ უფრო კომფორტული და სახალისო გახადა მათი დასვენება შავი ზღვის სანაპიროზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.