მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს

news image
mbc image

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” შესახებ ამერიკულ გამოცემა Newsweek-ში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე მასშტაბურ პროექტზე.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 84 ჰექტარზე გაშლილი ხელოვნური კუნძული (რომელიც ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულისაგან შედგება) არ არის მხოლოს უძრავი ქონების დეველოპმენტი - ეს არის მრავალფუნქციური ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, გასართობ, სამედიცინო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ჭკვიანი ქალაქისა და ESG სტანდარტების სრული დაცვით.

პროექტს "ამბასადორი ჯგუფი" საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს: პროექტირებასა და ინჟინერიას თურქული Yüksel Proje უძღვება, არქიტექტურულ კონცეფციაზე ნიუ-იორკული SHoP Architects მუშაობს, ხოლო გენერალურ დაგეგმარებასა და ჭკვიანი ქალაქის ინფრასტრუქტურის ინტეგრაციას გლობალური გიგანტი ARUP უზრუნველყოფს. 

"ამბასადორი აილენდ ბათუმის" გენერალური დირექტორის, გოჩა კამკიას განცხადებით, პროექტის მრავალფუნქციური ფორმატი ინვესტორებისთვის ხანგრძლივ ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს, ხოლო ჯგუფის 2004 წლიდან დაგროვილი გამოცდილება სასტუმრო, უძრავი ქონების, მეღვინეობისა და გოლფის სექტორებში ბიზნესის მაღალ სანდოობას განაპირობებს.

სტატიაში დეტალურადაა განხილული პროექტის მასშტაბები და მიმდინარე სტატუსი.

ინფრასტრუქტურა და გეგმარება: კუნძულის ტერიტორიის 49% ეთმობა მწვანე და რეკრეაციულ სივრცეებს, პლაჟებსა და ზღვისპირა ბულვარს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ აერთიანებს მრავალფუნქციურ ურბანულ ინფრასტრუქტურას- საერთაშორისო სტანდარტების იახტ-კლუბს, საავიაციო ინფრასტრუქტურას, სასტუმროებს, საცხოვრებელ და მულტიფუნქციურ კომპლექსებს, სავაჭრო სივრცეებს, ბრენდულ ბუტიკებს, ფიტნესცენტრებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ ობიექტებს. 

საინვესტიციო მოცულობა: "ამბასადორი ჯგუფს" პროექტში უკვე ჩადებული აქვს $100 მილიონის პირდაპირი ინვესტიცია. პარალელურად, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები კუნძულზე $1 მილიარდზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებენ, ხოლო ჯამური საინვესტიციო მოცულობა $5 მილიარდს გადააჭარბებს.

პროექტის დინამიკა: გენერალური გეგმის 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია - 48 ჰექტრის მიწის ფორმირება დასრულებულია და ექსპლუატაციაშია შესული, დაწყებულია პირველი ცათამბჯენის მშენებლობა, ხოლო კუნძულის სრული ფორმირება 2.5 წელიწადში დასრულდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი | ლაშა კვაჭაძე

16.09.2026.13:26

ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი - აცხადებს ლაშა კვაჭაძე. 

,,დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური პროექტი საქართველოს მსოფლიო დეველოპერულ რუკაზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს", - ამბობს ლაშა კვაჭაძე. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა