მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის PMI სტატუსის მინიჭება არის ლოგიკური და მნიშვნელოვანი გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო - ნინა გადელია

news image
mbc image

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭება არის ლოგიკური და მნიშვნელოვანი გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო - აცხადებს Shine Energy-ს დამფუძნებელი ნინა გადელია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭების შეფასებისას.  

,,ეს უკვე ნიშნავს, რომ პროექტი გასცდა მხოლოდ სტრატეგიული ხედვის დონეს და გადავიდა პრაქტიკულ ფაზაში - მას ექნება ევროკავშირის მხრიდან როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ისე სამართლებრივი და ადმინისტრაციული ხელშეწყობა, მათ შორის დაჩქარებული ნებართვების პროცედურები. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს და აჩქარებს განხორციელების ვადებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროექტის გავლენა გენერაციის სექტორზე. ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურა პირდაპირ ქმნის მოთხოვნას ახალ განახლებადი ენერგიების გენერაციის ობიექტებზე. მზის ენერგეტიკისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ ზრდას, არამედ ხარისხობრივ ცვლილებას", - ამბობს

Shine Energy-ს დამფუძნებელი.

ნინა გადელია, ასევე ხაზს უსვამს იმ საექსპორტო და საინვესტიციო შესაძლებლობებს რასაც მიღებული გადაწყვეტილება აჩენს. 

 

,,დღემდე საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი ძირითადად შიდა მოხმარებაზე იყო ორიენტირებული. ამ პროექტით კი, პირველად, რეალურად ჩნდება სტაბილური და მასშტაბური ექსპორტის შესაძლებლობა ევროპისკენ. ეს რადიკალურად ცვლის საინვესტიციო ლოგიკას - გაიზრდება პროექტების მასშტაბი, ფინანსური მიმზიდველობა და მათი განხორციელების სისწრაფე. ჩვენთვის, როგორც მზის სადგურების სამშენებლო კომპანიისთვის, ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ბაზარი შედის ახალ ფაზაში, სადაც მოთხოვნა იქნება კიდევ უფრო დიდი, კიდევ უფრო სწრაფი და მეტად სტანდარტიზებული პროექტებზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ამ პროცესში პოზიციონირდება როგორც სანდო და სტრატეგიული პარტნიორი ევროპისთვის. მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, ქვეყანა ინარჩუნებს საინვესტიციო და ენერგეტიკულ მიმზიდველობას.

საბოლოოდ, ეს პროექტი იქნება უდიდესი ბიძგი, რომელიც მნიშვნელოვნად დააჩქარებს საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის, განსაკუთრებით მზის სექტორის განვითარებას და ქვეყანას მწვანე ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოაყალიბებს", - ამბობს Shine Energy-ს დამფუძნებელი ნინა გადელია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა