შეჩერდი, წამო! - გორგიაში შავი პარასკევი დაიწყო
,,გორგიაში’’ შავი პარასკევი უკვე დაიწყო, ჰიპერმარკეტების ქსელი მომხმარებლებს 77%- მდე ფასდაკლებას სთავაზობს, რომელიც 21 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად მომხმარებლებს უფრო მეტი დრო ექნებათ სასურველი პროდუქტის შესაძენად.
რას უნდა ველოდოთ ჰიპერმარკეტების ქსელ ,,გორგიასგან“ შავ პარასკევს?
ტექნიკაზე შეგიძლიათ 71%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ.
კარის სექციაში 60%-მდე, ხოლო იატაკის სექციაში დაგხვდებათ 46%-მდე ფასდაკლება.
ხოლო 46%-მდე ფასდაკლება - გათბობის სექციაში,
საყოფაცხოვრებო პროდუქციაზე ვრცელდება 72%-მდე ფასდაკლება
ფილების სექციაში კი 83%-მდე ფასდაკლება
„გორგიაში“ ჩემოდანი 25 ლარად დაგხვდებათ;
ბუდე საქანელა 169 ლარად;
თმის ფენის შეძენა სულ რაღაც 14.99 ლარად შეგიძლიათ;
აბაზანის ავეჯი 229 ლარად;
ესპანური კაფელი მხოლოდ 8.90 ლარად;
თურქული გათბობის ქვაბი 1299 ლარად;
ჩასაშენებელი ღუმელს, ზედაპირსა და გამწოვს 499 ლარად შეიძენთ;
„შავი პარასკევის“ აქცია „გორგიას“ 14-ვე ფილიალში მოქმედებს და 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება. აქცია ვრცელდება როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ ჰიპერმარკეტშიც – www.gorgia.ge-ზე.
თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი მარტივად და სახლიდან გაუსვლელად, ეწვიეთ ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს, შეარჩიეთ პროდუქცია და ჩვენ მას სახლში მოგიტანთ, მიტანის სერვისი მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეჩერდი, წამო!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.