შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბრეშუმის გზა ისევ ცოცხლდება - მიხეილ ნამადოვი
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბრეშუმის გზა ისევ ცოცხლდება - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„პირველ რიგში, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ უსაფრთხო, ბიზნესისთვის ხელსაყრელი ქვეყანა ვართ, მათი ინვესტიციები დაცულია. ყველანი ვხედავთ და სასიხარულოა, ჩემი აზრით, როგორ ვითარდება ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი დღეს.
ამ თვალსაზრისით, ამ სიკეთეების ჩვენებით, საკმაოდ საინტერესოა ინდუსტრიული პარკების განვითარების კონცეფცია. ეს იყო ბალტიისპირეთში, პოლონეთში, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ერთობლივად კლასტერიზაცია ხდება და ყველას აქვს თავისი მიმართულება. ჩემი აზრით, ანაკლია იქნება ერთ-ერთი ამის მაგალითი.
ვფიქრობ, კლასტერიზაცია იქნებოდა საინტერესო მათთვის, სადაც პროფილურად განვითარდებოდა ყველა. მეორე იქნებოდა საინტერესო და იქიდან გამომდინარე, რომ ისევ აქცენტს ვიღებთ ჩვენ შუა აზიის განვითარებაზე და მანდ საკმაოდ დაბალ დონეზეა განვითარებული კონტეინერიზაცია, დაახლოებით 5%-მდეა, ხოლო ძირითადი მათი არტერია არის სახმელეთო გადაზიდვები, ტრაილერები და რკინიგზა. ამ მიმართულებით მათი მოძიება და ჩვენი გაშვება მაგ მხარეს.
კიდევ ერთ ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავთ ჩინეთის მიმართულებით, იმიტომ, რომ ჩინეთიდან აურაცხელი ტვირთი დღესაც ჩრდილოეთის დერეფნით მიდის ევროპის მიმართულებით და აქ სერიოზული კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. აქ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ამას სჭირდება სერიოზული ინვესტიციები და სერიოზული განვითარება. ამ პროცესში, თუნდაც ქართველები, ასევე აზერბაიჯანელები და ყაზახები აქტიურად არიან ჩართულები და მაქსიმალურად ვმუშაობთ ამ მიმართულების განვითარებაზე.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბრეშუმის გზა ისევ ცოცხლდება“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.
სხვა სიახლეები
„ნუში“ წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
13.10.2026.18:00
Nushi • ნუში საქართველოში წარმოებული პირველი ბიო ნუშის კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, თორნიკე მჭედლიშვილი, ესაუბრა.
როგორ აფასებთ „ნუშის“ მიმდინარე შედეგებს და როგორია წარმოების დინამიკა ბოლო პერიოდში?
წლევანდელი მოსავლის აღება უკვე დავასრულეთ. წელს შედეგი კარგი იყო, რადგან ზაფხული კლიმატური თვალსაზრისით ხელსაყრელი აღმოჩნდა. საქართველოში ნუშის ბაღებში მოსავლიანობა დაახლოებით 40-50%-ით გაიზარდა.
მომართვიანობა, შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ასევე მოიმატა ნუშის გადამუშავებისა და გატეხვის მიმართულებით დაინტერესებამ, რაც მწარმოებლებს მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე და რომელ ბაზრებზეა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი?
საექსპორტო ბაზრებიდან წელს დაინტერესება იყო თურქეთისა და არაბეთის ქვეყნების მხრიდან. ყურადღება მიიქცია როგორც გადარჩეულმა ნუშის გულმა, ისე ნატეხმა ნუშმა, რომელიც საკონდიტრო პროდუქტებში გამოიყენება.
გერმანიისა და ჰოლანდიის ბაზრებიდან დაინტერესებული კომპანიებიც გამოჩნდნენ - ეს ის კლიენტები არიან, რომლებიც გამოფენაზე გავიცანი. მათ როგორც ბიო, ისე არაბიო ნუში აინტერესებდათ. მსგავსი აქტივობა შარშან და შარშანწინ არ ყოფილა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წინა წლებში უფრო რთული ვითარება იყო. წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა - დეზერტირების ბაზარი ძირითადი ამღები ბაზარია, ასევე გვყავს მცირე გადამყიდველები და პატარა მაღაზიები.
ამ ეტაპზე მოთხოვნაა როგორც ნუშზე, ისე ნუშის ფქვილსა და ნატეხ ნუშზე. ნუშის ფქვილი წელს დავამატეთ, ხოლო ნატეხი ნუშის გაყიდვა ადრე გვიჭირდა, რადგან მის მიმართ მომხმარებლის ინტერესი ნაკლები იყო. ახლა ნუშისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი გაჩნდა, რამაც ნატეხი ნუშის მიმართაც მეტი ინტერესი გამოიწვია.
რა ეტაპზეა ასორტიმენტის გაფართოების გეგმები და უკვე დამატებული გაქვთ თუ არა ნუშის ფქვილი ან სხვა ახალი პროდუქტი?
ნუშის ფქვილი უკვე დავამატეთ ასორტიმენტს. ასევე გვსურს ცივად დაწურული ზეთის დამატება, რომელსაც საცდელად ვაწარმოებთ. ამ პროდუქტს თავისი პროცედურები აქვს და შემდეგ სერტიფიკატის აღებაც დაგვჭირდება.
მომავალი წლიდან ზეთის დამატებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, ასორტიმენტში იქნება ნუში, ნუშის ფქვილი და ზეთი. ასევე ვგეგმავთ მოხალული ნუშის დამატებას.
როგორია კომპანიის გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
წელს სხვადასხვა შეკვეთა გვაქვს აღებული და საწარმოში 100 ტონამდე ნუშის გადამუშავება უნდა მოვახდინოთ. ამისთვის დარჩენილი სეზონი, დაახლოებით დეკემბრამდე, დაგვჭირდება.
ზოგადად, საწარმოები ახალი წლის შემდეგ ჩერდებიან, რადგან ამ პერიოდში ნუშის გატეხვა აღარ ხდება და დაახლოებით თებერვლიდან იწყება ბაღების მოვლის სამუშაოები და ახალი სეზონისთვის მზადება.
იანვარში მცირე შუალედი გვაქვს დასვენებისთვის. ამ პერიოდში, თუ რაიმე ტექნიკური საკითხია გამოსასწორებელი, მასზე ვმუშაობთ, ხოლო თებერვლიდან ახალ სეზონს ვიწყებთ.