შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და Roamingo-ს პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც 4 სექტემბრის ჩათვლით სამოგზაურო დაზღვევას ალდაგში შეიძენენ, საჩუქრად 1-ის ნაცვლად, 2 GB ინტერნეტპაკეტსა და ერთჯერად, 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ევროპის ქვეყნებში, გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთში.
„ჩვენი გრძელვადიანი კამპანიის - „არ დააგვიანო სამოგზაურო დაზღვევის ყიდვა და მიიღე საჩუქარი“ - ფარგლებში, მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა ღირებულ სიახლესა და შეთავაზებას. საუკეთესო სადაზღვევო პირობებთან ერთად, ამჯერად ჩვენს მომხმარებლებს საჩუქრად გაორმაგებულ სამოგზაურო ინტერნეტს ვთავაზობთ, რაც მათ მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს და მარტივს გახდის,“ - აცხადებენ ალდაგში.
პარალელურად, ალდაგში ზაფხულის მასშტაბური გათამაშებაც გრძელდება. ვებგვერდზე - onlinetravel.aldagi.ge სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას, მომხამრებლები ავტომატურად ერთვებიან გათამაშებაში და პარიზის ორკაციანი საგზურის მოგების შესაძლებლობას იღებენ. საგზური სრულად ფარავს როგორც ბილეთების, ისე სასტუმროში განთავსების ხარჯებს. გათამაშებაში მონაწილეობა 31 აგვისტოს ჩათვლითაა შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.