შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში - მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად
PLUS-ის დაბადების დღის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს დამატებითი PLUS-ების დაგროვების შესაძლებლობას სთავაზობს.
კამპანია, რომელიც 2026 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ აქციებითა და კრიპტო აქტივებით ინვესტირებაში და დასაჩუქრდნენ 1,000,000-მდე PLUS ქულით.
კამპანიაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ, გახსნათ მობილბანკი, ეწვიოთ ინვესტიციების სივრცეს და შეიძინოთ 70 კრიპტოდან ერთ-ერთი ან სასურველი კომპანიის აქცია.
მობილბანკში ყოველი მე-10 ყიდვის ტრანზაქცია საჩუქრდება.
თუ თქვენი ტრანზაქცია მე-10, მე-20, 30-ე და ა.შ. იქნება, თქვენ მომენტალურად მიიღებთ საჩუქრად PLUS ქულებს. საჩუქარი იწყება 1,000 PLUS ქულით და ყოველ მომდევნო მე-10 ტრანზაქციაზე იზრდება 500 ქულით, მაქსიმუმ 3,000 ქულამდე, რის შემდეგაც ციკლი თავიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ:
• ამ საჩუქრის მიღებას შეძლებთ ერთხელ, ფასიანი ქაღალდების აქციის და ერთხელაც კრიპტო აქტივების აქციის ფარგლებში.
• ქულები დაგერიცხებათ ტრანზაქციის შესრულების დღესვე, რის შესახებაც შეტყობინებას მიიღებთ.
მთავარი პრიზი: 1,000,000 PLUS ქულა!
ყოველი 50,000-ე ტრანზაქციის შემსრულებელი გახდება 1,000,000 PLUS ქულის მფლობელი.
• გაითვალისწინეთ: მთავარი პრიზს მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ ერთხელ - ფასიანი ქაღალდების ან კრიპტო აქტივების კამპანიის ფარგლებში. გამარჯვებულს ბანკი დაუკავშირდება ტრანზაქციის შესრულებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
თუ გსურთ, იცოდეთ, რიგითობით მერამდენე ტრანზაქცია შესრულდა, თვალი ადევნეთ ტრანზაქციების მრიცხველს რეალურ დროში საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სრულწლოვან რეზიდენტ მომხმარებელს, ბანკის თანამშრომლების გარდა.
კამპანიაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ კრიტპო აქტივი ან აქცია მარტივად, მობილბანკიდან.
აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.
სხვა სიახლეები
განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ინვესტორების სტაბილურ ინტერესთან ერთად, კორპორაციულ გარიგებებში ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობაც მზარდ დინამიკას ავლენს - ირაკლი გილაური
06.06.2026.12:54
Georgia Capital-მა პორტფელში არსებული m²-ი გაყიდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპერია. აღნიშნული გარიგება შეესაბამება GCAP-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებულ საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტის მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.
გარიგებას უმნიშვნელო, თუმცა დადებითი გავლენა აქვს GCAP-ის ბოლო გამოქვეყნებულ წმინდა აქტივების ღირებულებაზე (NAV), 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით.
აღნიშნული ტრანზაქციის დასრულების შედეგად GCAP-ის რისკ-პროფილის გაუმჯობესების ფონზე, კომპანია ლიკვიდობის ბუფერის სამიზნე მოცულობას 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. ეს, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გაანგარიშებული პრო-ფორმა NCC კოეფიციენტის 0.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.1%-ს მიაღწევს.
GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა:
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ბიზნესმა თავი დაიმკვიდრა, როგორც საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა საცხოვრებელი უძრავი ქონების პლატფორმამ, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებსა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკის უწყვეტი ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის მნიშვნელოვანი რესურსების ფორმირებას და განსაკუთრებით მიხარია, რომ საერთაშორისო ინვესტორების მუდმივი ინტერესის პარალელურად, კორპორაციულ ტრანზაქციებში ადგილობრივი ინვესტორების მონაწილეობაც მზარდია.“