შეიძინე ავტოდაზღვევა ფრანშიზით და ჩაერთე აქციაში
სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ავტოდაზღვევის მსურველებს ახალ აქციას სთავაზობს: ნებისმიერი ახალი მომხმარებელი, რომელიც ალდაგის ავტოდაზღვევის ფრანშიზიან პოლისს შეიძენს, სპეციალურად აქციის ფარგლებში შედგენილ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს.
სასაჩუქრე ნაკრებში, მომხმარებელს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქტი დახვდება, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს საკუთარ მანქანაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს;
აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც შეიძენს ალდაგის ავტოდაზღვევის მინიმუმ, სტანდარტ ან/და სრულ პაკეტს 1%, 3% ან 5%-იანი თანაგადახდით. შეთავაზებით სარგებლობა 30 აპრილის ჩართვლით არის შესაძლებელი.
“ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებლისთვის დაზღვევა მხოლოდ ფინანსური რისკებისგან თავის დაცვის მექანიმზი არიყოს, არამედ, ჰქონდეს დამატებითი ღირებულება და რეალური მხარდაჭერა ყოველდღიურობაში. სწორედ ამიტომ, ფრანშიზიანი ავტოდაზღვევის შეძენისას, მომხმარებლებს ვთავაზობთ, სპეციალურად შერჩეულ სასაჩუქრე ნაკრებს, რომელიც ავტომობილის მოვლასა და მძღოლის კომფორტზეა მორგებული. გვინდა, რომ დაზღვევა იყოს არა მარტო აუცილებელი სერვისი, არამედ პარტნიორობა, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს პასუხობს,“ - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგის ავტოდაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
ალდაგის ავტოდაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოჰყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
24.04.2026.18:42
27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.
ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება:
• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;
• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;
• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;
• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.
ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.
ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით.