შეიძინე ნივთები შენი სახლისთვის ლიბერთის ლოიალობის პროგრამასთან „CashBack“ და VISA-თან ერთად!
შეიძინე ნივთები შენი სახლისთვის ლიბერთის ლოიალობის პროგრამასთან „CashBack“ და VISA-თან ერთად!
განსაკუთრებული ამბავი მათთვის, ვისაც ზაფხულისთვის კონდიციონერი, ახალი ავეჯი, სახლისთვის საჭირო სხვა ნივთი ან ტექნიკა სჭირდება: 30 ივნისს და 1 ივლისს ლიბერთის VISA ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ყველაზე მაღალი, 40%-მდე CashBack მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე.
აქციაში მონაწილე ობიექტები:
ქეშბექის აქციით სარგებლობისთვის საჭიროა www.cashback.ge -ზე ან მობილურ აპლიკაციაში შეთავაზებების გააქტიურება და აქციის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის VISA ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.
ლიბერთის იმ მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე აქვთ ბანკის ანგარიში, შეუძლიათ ციფრული VISA ბარათის აღება ერთი ხელის მოსმით ლიბერთის მობაილ ბანკის აპლიკაციაში (iOS: https://apple.co/39VbnXu Android: https://bit.ly/3GhDxIs) და მისიგამოყენება Apple Pay-ით ან Google Wallet-ით გადახდისას.
მომხმარებლებს, რომლებიც ჯერ არ სარგებლობენ ლიბერთის ანგარიშით, მისი გახსნა და VISA ბარათის აღება მარტივად შეუძლიათ ლიბერთის ფილიალებში, სულ რამდენიმე წუთში. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი:https://libertybank.ge/ka/booking
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.