შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად
საქართველოს ბანკი წინასაახალწლოდ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს. ამჯერად, ბანკი ერთგულ მომხმარებლებს QR განვადების აქციას სთავაზობს, რომელიც მომხმარებლებს სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, 20,000 PLUS ქულის მოგების შესაძლებლობას აძლევს.
25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველი მე-5 მომხმარებელი, რომელიც QR განვადებით 1,000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთს შეიძენს, საჩუქრად 20,000 PLUS ქულას მიიღებს.
მოგების სტატისტიკის ნახვა ლაივ რეჟიმში შესაძლებელია ამ ბმულზე.
QR განვადება მარტივი, სწრაფი და კომფორტული სერვისია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, სასურველი ნივთის შესაძენად განვადება, ყოველგვარი საბუთებისა და რიგების გარეშე, სულ რამდენიმე წუთში დაიმტკიცოთ.
ბმულზე კი თქვენთვის ხელმისაწვდომი განვადების ლიმიტს გაიგებთ: https://go.bog.app/ngj2/yk91rwyq
აქციის და QR განვადების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.