მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში

news image
mbc image

საუკეთესო საახალწლო გამოცდილების შესაქმნელად, SOLO და Visa ექსკლუზიურად SOLO Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ ახალი წლის ღონისძიებებს სასტუმრო ტელეგრაფში და ისარგებლონ მათზე მორგებული შეთავაზებით.

აღნიშნულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ექსკლუზიურად SOLO Visa ბარათის მფლობელთათვის, ბარათით გადახდისას იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

31 დეკემბერი 

Courtyard Bar 

SOLO Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, 31 დეკემბერს, ღია ცის ქვეშ მდებარე Courtyard Bar-ში, მოუსმინონ მუსიკოსს, DJ-ს და ლეგენდარულ პროდიუსერს Kaidi Tatham-ს - ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტს ლონდონის broken beat სცენიდან, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური  ჟღერადობით, jazz-funk-ისა და ბრიტანული საცეკვაო მუსიკის ელემენტებით. 

Kaidi მუშაობს ისეთი ცნობილი ლეიბლებისა და არტისტების გვერდით, როგორებიც არიან: DJ Jazzy Jeff, Dego და მრავალი სხვა. 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.

Rolling Stone Rooftop Bar

ამასთან, 31 დეკემბერს SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს ახალ წელს Rolling Stone Rooftop Bar-ში.

საღამოს გახსნის Nearsonic B2B Mind Waves - Nearsonic გამოირჩევა ღრმა, დახვეწილი ჟღერადობით, Mind Waves კი House/Deep House/Tech House სტილით. შესაბამისად, მათი კოლაბორაცია ქმნის გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებას. 

ღონისძიების სპეციალური სტუმარი კი იქნება Spencer Parker-ი - ჰაუსისა და დისკოს სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და შთამაგონებელი ფიგურა, რომელიც ცნობილია საკუთარი მუსიკალური ხედვით და დაუვიწყარი სელექციით.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად  ეწვიეთ ვებგვერდს.

1 იანვარი 

Courtyard Bar

1 იანვარს SOLO Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, Courtyard Bar-ში მოუსმინონ თემურიკო დიასამიძის და Spencer Parker-ის შესრულებას.

თემურიკო დიასამიძე თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და დიჯეია, ის ცნობილია გამორჩეული პროდაქშენებითა და საინტერესო კოლაბორაციებით. იგი სხვადასხვა ჟანრს ელექტრონულ მუსიკასთან აერთიანებს და ქმნის მსმენელისთვის დასამახსოვრებელ გამოცდილებას.

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.

Rolling Stone Rooftop Bar

საახალწლო ღონისძიებების სერია 1 იანვარს Rolling Stone Rooftop Bar-ში ლუკა ბარამიშვილისა და მიშო ურუშაძის B2B სეტით გაგრძელდება.

ღონისძიებაზე ასევე დაუკრავენ სხვა არტისტებიც. 

1 იანვრის ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.  

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში,  SOLO Visa ბარათის მფლობელთათვის იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა