„შეხვდი ახალ დასაწყისს“ - „თეთრი კვადრატის“ ახალი კამპანია
ცვლილება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც წარმოსახვაში იბადება და რეალობად მხოლოდ შემდეგ იქცევა. აი, სწორედ ამ უნივერსალურ ფენომენს ეფუძნება დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ ახალი კამპანია. კომპანიის საკომუნიკაციო გზავნილია „შეხვდი ახალ დასაწყისს“ – კონცეფცია, რომელიც ბინის შეძენას წარმოაჩენს არა უბრალოდ ყოფით გადაწყვეტილებად, არამედ პიროვნული ტრანსფორმაციის და ახალი ეტაპის დადგომის სიმბოლოდ.
ბრენდის ფილოსოფია: ცვლილებების სურვილი, როგორც მთავარი მამოძრავებელი
„თეთრი კვადრატი“ იდენტობას ახალი დასაწყისისკენ სწრაფვის მუდმივ ღირებულებაზე აფუძნებს. კომპანიაში ხვდებიან, რომ სიახლეებისკენ სწრაფვა უნივერსალური სურვილია, რომელიც ადამიანს ცვლილებებისკენ უბიძგებს.
„გვჯერა, რომ ცვლილება იწყება არა უშუალოდ ახალ სახლში გადასვლით, არამედ იმ წამიდან, როდესაც ცვლილებაზე პირველად გაიფიქრებ. ახალი სტრატეგიული პლატფორმის მიზანია ვაჩვენოთ, რომ ვქმნით არა საცხოვრებელს, არამედ სივრცეს, სადაც ადამიანების გონებაში გაჩენილი იდეები და სურვილები რეალობად იქცევა. ეს არის დაპირება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მზად არის, საკუთარ თავსა და გარემოში ახალი ფურცელი გადაშალოს“, – აღნიშნავს „თეთრი კვადრატის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თინა ხაფავა.
კამპანიის ცენტრალური ნაწილი ემოციური ვიდეორგოლია, რომელიც მაყურებელს მთავარი პერსონაჟის შინაგან მოგზაურობაში ამოგზაურებს და მის ფიქრს აჩვენებს, პირველი იდეიდან რეალობად ქცევამდე. პროტაგონისტი ერთდროულად აწმყოში და წარსულში ჩანს და ეს ორი ხაზი ერთმანეთს მიზეზშედეგობრივად და სიმბოლურად უკავშირდება. კუბის ფორმის გასაღების საკიდი, ზებრა-გადასასვლელის თეთრი კვადრატები, ქუჩაში დანახული სავარძელი, ვარდისფერი ღრუბელი ცაზე და მანქანის რადიოში გაჟღერებული მელოდია – ყველაფერი ეს, მომავალში, ახალი სახლის ინტერიერად გადაიქცევა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა აბსტრაქტული განცდის კინემატოგრაფიულ ენაზე თარგმნა იყო. როდესაც შინაგანად ცვლილებისთვის მზად ხარ, სამყაროში უმნიშვნელო დეტალებიც მნიშვნელობას იძენს და სწორ გზაზე მიგანიშნებს. ვიდეოს გმირიც სწორედ ამ გზას გადის“, – აღნიშნავს თინა ხაფავა.
კამპანიის მთავარი იდეა რგოლის კულმინაციაში ჩანს. ყველა ამ ნიშანს პერსონაჟი საკუთარი თავისგან, მომავლიდან იღებდა, რადგან, როგორც ხმა გვეუბნება: „სანამ მიხვალ, უკვე იქ ხარ... რადგან როცა ცვლილებაზე პირველად გაიფიქრე, ახალი დასაწყისი მაშინ დაიწყო“.
ვიდეორგოლის გამოსვლის შემდეგ, კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა. ქალაქში არსებული ცარიელი თეთრი ბილბორდები შეივსო სიცოცხლით, ფერებით, ადამიანური ემოციებითა და მთავარი სლოგანით: „შეხვდი ახალ დასაწყისს“.
კამპანია ციფრულ არხებში გაიშალა – სოციალურ მედიაში ბრენდის ვიზუალური თხრობა კვადრატული ჩარჩოს ესთეტიკას დაეფუძნა, რომელიც ყოველდღიურ დეტალებს, ახალ ურთიერთობებს, ინტერიერის მოწყობის პროცესს და არქიტექტურას ერთიან, ჰარმონიულ ისტორიად კრავს.
„ეს კამპანია არ არის „თეთრი კვადრატის“ ერთჯერადი აქტივობა; ეს გრძელვადიანი საკომუნიკაციო ხაზის დასაწყისია. თიზერ-კამპანიიდან დაწყებული, ციფრული არხებით და გარე რეკლამით დასრულებული, თითოეული შეხების წერტილი ერთ მთავარ ემოციას ემსახურება: შევახსენოთ ადამიანებს, რომ ნებისმიერი დიდი ცვლილება გაბედული ფიქრით იწყება, „თეთრი კვადრატი“ კი ის ბრენდია, რომელიც ამ ფიქრს რეალურ, ხელშესახებ გარემოდ აქცევს.“
„შეხვდი ახალ დასაწყისს“ – „თეთრმა კვადრატმა“ ახალი კამპანია დაიწყო
დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ახალი გრძელვადიანი საკომუნიკაციო კამპანია – „შეხვდი ახალ დასაწყისს“ წარადგინა. კონცეფცია სიახლეებისკენ სწრაფვის უნივერსალურ სურვილს ეფუძნება და ბინის შეძენას არა მხოლოდ ყოფით გადაწყვეტილებად, არამედ პიროვნული ტრანსფორმაციისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლოდ წარმოაჩენს.
„გვჯერა, რომ ცვლილება იწყება არა უშუალოდ ახალ სახლში გადასვლით, არამედ იმ წამიდან, როდესაც ცვლილებაზე პირველად გაიფიქრებ. ახალი სტრატეგიული პლატფორმის მიზანია ვაჩვენოთ, რომ ვქმნით არა საცხოვრებელს, არამედ სივრცეს, სადაც ადამიანების გონებაში გაჩენილი იდეები და სურვილები რეალობად იქცევა. ეს არის დაპირება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მზად არის, საკუთარ თავსა და გარემოში ახალი ფურცელი გადაშალოს“, – აღნიშნავს „თეთრი კვადრატის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თინა ხაფავა.
კამპანიის ცენტრალური ნაწილია ვიდეორგოლი, რომელიც მთავარი გმირის ფიქრების რეალობად ქცევის გზას ასახავს. თიზერ-კამპანიის დასრულებისა და რგოლის გამოსვლის შემდეგ, პროექტი სრულად გაიშალა ციფრულ არხებში, ქალაქში არსებული ცარიელი თეთრი ბილბორდები კი ფერებით, ადამიანური ემოციებითა და კამპანიის მთავარი სლოგანით შეივსო.
სხვა სიახლეები
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
23.10.2026.14:21
30 ოქტომბერს, თბილისში, Radisson Blu Iveria-ში AgileXchange Georgia 2026 გაიმართება - Agile-ის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიება საქართველოში. ღონისძიების მეხუთე გამოცემა წელს განახლებული, პრაქტიკაზე ორიენტირებული ფორმატით ჩატარდება და მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილების, რეალური ქეისებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას მისცემს.
AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი, რომლისთვისაც Agile მხოლოდ კონკრეტული მეთოდოლოგია არ არის - ეს არის მუშაობის, თანამშრომლობისა და ცვლილებებთან ადაპტაციის პრაქტიკა.
AgileXchange Tbilisi 2026: Hands-On Agile-ის მთავარი იდეა, სწორედ, პრაქტიკაში მიღებული ცოდნის გაზიარებაა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ექვსი პარალელური ვორქშოფი საერთაშორისო ტრენერების მონაწილეობით; ასევე, გაიმართება გამოსვლები მთავარ სცენაზე და დისკუსიები ქართველ და საერთაშორისო Agile ლიდერებთან.
AgileXchange-ის მიზანი საქართველოში Agile Community-ის განვითარება, პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა და საქართველოს საერთაშორისო Agile-ეკოსისტემის ნაწილად უფრო აქტიურად წარმოჩენაა.
თიბისისთვის AgileXchange-ის მხარდაჭერა პროფესიული განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერასაც ნიშნავს. ისეთი პლატფორმების გაძლიერება, სადაც ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ მიდგომებსა და მათ შორის დაშვებულ შეცდომებს უზიარებენ, ხელს უწყობს არა მხოლოდ ინდივიდუალური პროფესიონალების, არამედ მთლიანად ინდუსტრიის განვითარებას.