მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შეხვდი ახალ წელს ახალ ბინაში - ბაზისბანკის უკონკურენტო შეთავაზება იპოთეკურ სესხზე

news image
mbc image

ახალი წელი ახალ გეგმებსა და მიზნებს უკავშირდება. უამრავი ადამიანი ცდილობს, ახალ წელს ახალ სახლში შეხვდეს ან უკვე არსებულ ბინაში სიახლე შეიტანოს. თუმცა ახალი სახლის სიხარული მაინც სულ სხვაა. ეს ფაქტი თითქოს რაღაც დიდისა და მნიშვნელოვნის დასაწყისთან ასოცირდება.

სწორედ ასეთი განსაკუთრებული სიხარულის შესაქმნელად ბაზისბანკმა მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა. იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზების ფარგლებში ახალი ბინის შეძენის, აშენების, გარემონტების ან სხვა ბანკებში არსებული იპოთეკური სესხის გადასაფარად, სესხით სარგებლობა გაუმჯობესებული და ინდივიდუალური პირობებით არის შესაძლებელი.

ბაზისბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მარეხ საჯაიას განმარტებით, ბანკში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ახალი პროდუქტების შეთავაზებასა და არსებულის დახვეწაზე.

„ბაზისბანკში აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ და მათი  საბანკო გამოცდილება ჩვენთან კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. ამჯერად, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იპოთეკურ სესხზე ისარგებლოს ბაზისბანკის საუკეთესო პირობებით და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ბევრ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩვენი მეშვეობით შეიძინოს ან გაარემონტოს უძრავი ქონება.“-განმარტავს მარეხ საჯაია.

სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში 9.93%-დან, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 12.59%-დან განისაზღვრება. მომხმარებელს სესხით სარგებლობა 200 000 ლარამდე, მაქსიმუმ 20 წლამდე ვადით შეუძლია.

წელს, ბაზისბანკი წარმატების 30-წლიან იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის აქციები და დამატებითი შეთავაზებები იქნება ხელმისაწვდომი. გაუმჯობესებული და ყველაზე მიმზიდველი პირობებით იპოთეკური სესხით სარგებლობის შესაძლებლობა კი პირველია.

იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ, სესხების პლატფორმაზე bbcredit.ge ან ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა