შეხვდით ახალ წელს ჯადოსნურ გარემოში - SOLO-ს, Visa-სა და ვაზისუბნის მამულის ერთობლივი პროექტი
SOLO აქტიურად აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის გამორჩეული გამოცდილების შესაქმნელად ინიციატივების განხორციელებას.
სწორედ ამ მიზნით, წელს SOLO-ს, Visa-სა და ვაზისუბნის მამულის ინიციატივით ერთობლივი პროექტი - ვაზისუბნის საახალწლო ღონისძიება იმართება.
ორი დღის განმავლობაში - 31 დეკემბერსა და 1 იანვარს, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საზეიმო ვახშამს ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ისიამოვნონ ახალი წლის ჯადოსნური გარემოთი და შექმნან დაუვიწყარი მოგონებები საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ. SOLO Visa ბარათის მფლობელები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ამასთან, ინიციატივის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 15%-იანი ქეშბექი ვაზისუბნის რესტორანში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.