მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება

news image
mbc image

კიდევ ერთი სიახლე Starring Georgia-ს ეკოსისტემაში - მალე საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი „დინოტოპია“ გაიხსნება, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი.

„დინოტოპია“ შეკვეთილში, „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ განთავსდება და იქნება თანამედროვე, შემეცნებით - გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და შავი ზღვისპირეთის დამსვენებლებისთვის.

ამ მიზნით, საქველმოქმედო ფონდ “ქართუსა” და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა. რომლის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, „ციცინათელას“ პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან” შეიძინა ფონდმა “ქართუმ” და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება. შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი .

„სთარინგ ჯორჯიას“ მიზანია, „დინოტოპიამ“ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მოიზიდოს. გარდა ამისა, ეს იქნება საუკეთესო სივრცე ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

STARRING GEORGIA ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲡᲐᲠᲗᲝᲑᲘ ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲘᲡ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲛᲝᲗᲐᲛᲐᲨᲔᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜ ᲛᲣᲡᲘᲙᲐᲚᲣᲠ, ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲣᲚ ᲓᲐ ᲒᲐᲡᲐᲠᲗᲝᲑ-ᲨᲔᲛᲔᲪᲜᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲔᲑᲡ ᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲡ. STARRING GEORGIA-ს ეკოსისტემა მოიცავს: ბლექ სი არენას, სოციალურ სივრცეს, მუსიკოსთა პარკს, ციცინათელას პარკს, პარკს “საქართველო მინიატურებში”, და ფილარმონიას. მალე ამ ყველაფერს ჰეკატეს ბაღი და დინოტოპია შეემატება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა