შემოდგომის სეზონზე Vineyard Hotel & Wine Cellar სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარე Vineyard Hotel & Wine Cellar შემოდგომის სეზონს განახლებული შეთავაზებებით ხვდება. სასტუმროს მიმდინარე შეთავაზებებს შორისაა 2 სტუმარზე გათვლილი ნომერი საუზმითა და დახურული აუზით სარგებლობით, რომლის ღირებულებაც 150 ლარია. ამასთან, შემოდგომის სეზონზე კომპლექსი სხვადასხვა მასტერკლასსაც აქტიურად ატარებს.

ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მენეჯერმა თათა ღარიბაშვილმა განუცხადა.
„შემოდგომის სეზონზე მასტერკლასებს აქტიურად ვთავაზობთ მომხმარებლებს. ასევე გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზება, რომელიც 2-ადგილიან ნომერში განთავსებას 150 ლარად გულისხმობს. ამ ფასში შედის საუზმე და დახურული აუზით სარგებლობა, რომელიც ახლახან ავამოქმედეთ“, - აცხადებს თათა ღარიბაშვილი.

სასტუმრომ მიმდინარე პერიოდში ინფრასტრუქტურაც გააფართოვა და დამატებით სამი ნომერი დაამატა. შედეგად, კომპლექსში ჯამში 14 კომფორტული ნომერია, სადაც ერთდროულად 31 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი.
ზაფხულის სეზონი კომპანიისთვის არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა.
„მიუხედავად გაფართოებისა, მინდა აღვნიშნო, რომ წინა წლებთან შედარებით, წლევანდელი ზაფხული უამინდობის გამო ტურისტების ნაკლები რაოდენობით გამოირჩეოდა, რის გამოც არაერთი ჯავშანიც გაუქმდა. ვიმედოვნებთ, რომ შემოდგომის სეზონი როგორც ამინდის, ისე ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით, უკეთესი იქნება", - აღნიშნავს სასტუმროს მენეჯერი.

Vineyard Hotel & Wine Cellar-ის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს ღია და დახურულ სარესტორნო სივრცეებს, ღვინის მარანს, სადაც ოთხი სახეობის ღვინო იწარმოება, და კახურ კუთხეს, რომელიც სხვადასხვა მასტერკლასისთვის გამოიყენება.

სასტუმრო მდინარე ლოპოტის ხეობაში, სოფელ ნაფარეულში მდებარეობს და უკვე რვა წელია, ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს მასპინძლობს.
სხვა სიახლეები
შემოდგომის სეზონზე Vineyard Hotel & Wine Cellar სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს
28.09.2026.16:00