შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ბათუმი 10-12 სექტემბერს შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას AD BLACK SEA 2026-ს უმასპინძლებს. ფესტივალი მე-10 საიუბილეო წელს აღნიშნავს და კიდევ ერთხელ გააერთიანებს მსოფლიოს წამყვან შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებს, მარკეტერებს, დიზაინერებსა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
ფესტივალის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. AD BLACK SEA-ის დაარსების პირველივე დღიდან, თიბისის სჯერა, რომ ძლიერი შემოქმედებითი ინდუსტრია ქვეყნის განვითარების, ინოვაციისა და ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვანი საფუძველია. სწორედ ამიტომ, თიბისი მუდმივად უჭერს მხარს იმ პლატფორმებს, სადაც ახალი იდეები იბადება, შემოქმედებითი აზროვნება ვითარდება და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები იქმნება.
ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, უკვე მეოთხედ, თიბისი Young Creative-ის ნომინაციას წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას საერთაშორისო პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ნამუშევრების მიღება 27 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.
„უკვე ათი წელია, AD BLACK SEA-სთან ერთად ვქმნით სივრცეს, სადაც ახალი იდეები იბადება და პროფესიული საზოგადოება ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს. გვჯერა შემოქმედების ძალის, რომელიც ცვლის ადამიანებს, ბიზნესებს და გარემოს უკეთესობისაკენ. სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს მათ, ვინც ამ ტრანსფორმაციას ქმნის. Young Creative-ის კატეგორიაც ამ რწმენის გაგრძელებაა: გვსურს, ახალი თაობის ქართველ შემოქმედებს საერთაშორისო ასპარეზზე გზა გავუხსნათ და ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას“- მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
სამ დღიანი ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართება საერთაშორისო კონკურსიც. რეგიონის ყველაზე შემოქმედებითი კამპანიებსა და პროექტებს, 13 ძირითად კატეგორიაში, 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული, 30-ზე მეტი საერთაშორისო ჟიურის წევრი გამოავლენს.
ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია „ON THE EDGE“ იმ გარდამავალ მდგომარეობას ასახავს, რომელშიც დღეს მსოფლიო, ქვეყნები, შემოქმედებითი ინდუსტრია და ადამიანები იმყოფებიან. „ზღვარზე ყოფნა“ არის სივრცე, სადაც ცვლილებები იწყება, გაურკვევლობა კი ახალი იდეებისა და ინოვაციების წყაროდ იქცევა. სწორედ ამ ზღვარზე იბადება ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა.
AD BLACK SEA ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.
ფესტივალს 1 500-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი დაესწრება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის გამორჩეულ ლიდერებს, მათ შორის დევიდ დროგას (Accenture), სინდი გელოპს (MakeLoveNotPorn), ნატაშა ჯენს (Pentagram New York), მიჰნია გეორგიუს (Le Pub), კატალინ დობრეს (McCann Worldgroup Romania) და იოჰანა იასკოვსკას – გაფართოებული რეალობისა და ციფრული ხელოვნების ერთ-ერთ პიონერს.
AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო გამოშვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება, ხოლო თიბისი ამ ეკოსისტემის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გრძელვადიანი მხარდამჭერია.
სხვა სიახლეები
ჩინეთიდან ტვირთის გადაზიდვა „გიანთი ლოჯისტიკსთან“ ერთად - მთავარი კითხვები და პასუხები ბიზნესისთვის
11.08.2026.12:00
ჩინეთიდან ტვირთის იმპორტი მრავალი კომპანიის საქმიანობის ნაწილია, თუმცა პროდუქტის შეძენა პროცესის მხოლოდ დასაწყისია. სწორად შერჩეულ სატრანსპორტო მეთოდსა და მარშრუტზეა დამოკიდებული, რა ვადაში, რა დანახარჯით და რამდენად უსაფრთხოდ მიაღწევს ტვირთი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.
გადაზიდვის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ტვირთის ტიპი და მოცულობა, მიწოდების ვადა, ტრანსპორტირების მეთოდი, საჭირო დოკუმენტები, საბაჟო მოთხოვნები, სეზონური დატვირთვა და გეოპოლიტიკური ვითარება.
ლოგისტიკური პარტნიორის არჩევისას კი მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად მართავს კომპანია პროცესს, დროულად გაწვდით ინფორმაციას და რამდენად სწრაფად რეაგირებს ცვლილებებზე.
„გიანთი ლოჯისტიკსი“ საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში 2005 წლიდან საქმიანობს. კომპანია მართავს როგორც სტანდარტული, ისე არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპის, ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და მეზობელი ქვეყნების მიმართულებით. მრავალწლიანი გამოცდილება, საკუთარი ტექნიკური რესურსი და საერთაშორისო პარტნიორული ქსელი კომპანიას სხვადასხვა სირთულის გადაზიდვების დაგეგმვასა და მართვაში ეხმარება.
როგორ უნდა შეარჩიოს ბიზნესმა ჩინეთიდან გადაზიდვის ოპტიმალური მეთოდი, რა ფაქტორები მოქმედებს ვადებსა და ხარჯებზე და როგორ მართავს „გიანთი ლოჯისტიკსი“ სხვადასხვა ტიპის ტვირთის ტრანსპორტირებას, კომპანიის საოპერაციო ხელმძღვანელი ნათია კერესელიძე საუბრობს.
რა განასხვავებს „გიანთი ლოჯისტიკსს“ სხვა ლოგისტიკური კომპანიებისგან?
დღეს მომხმარებლებს მხოლოდ გადამზიდავი აღარ სჭირდებათ, ისინი ეძებენ ლოგისტიკურ პარტნიორს, რომელიც პროცესს სრულად მართავს, რისკებს წინასწარ აფასებს და ნებისმიერ გამოწვევაზე ოპერატიულად რეაგირებს.
„გიანთი ლოჯისტიკსი“ ამ მიდგომით 2005 წლიდან მუშაობს. საკუთარი მრავალპროფილური ავტოპარკის, საერთაშორისო პარტნიორებისა და გამოცდილი ოპერაციული გუნდის დახმარებით თითოეული გადაზიდვისთვის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ მარშრუტსა და ტრანსპორტირების მეთოდს ვარჩევთ. ჩვენი გამოცდილება მოიცავს, როგორც რეგულარულ სტანდარტულ გადაზიდვებს, ისე რთული და არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებას.
ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, მომხმარებელმა მთელი პროცესის განმავლობაში იგრძნოს სტაბილურობა, გამჭვირვალობა და დარწმუნებული იყოს, რომ მისი ტვირთი სანდო ხელშია.
როგორ აისახება „გიანთი ლოჯისტიკსის“ ოპერაციული რესურსი მომსახურების ხარისხსა და გადაზიდვის პროცესზე?
„გიანთი ლოჯისტიკსის“ მრავალპროფილური ავტოპარკი აერთიანებს ტენტიან და ტემპერატურული რეჟიმის მქონე სატვირთოებს, კონტეინერმზიდებს და არაგაბარიტული ტვირთებისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ ტექნიკას. ამიტომ თითოეული პროექტისთვის შეგვიძლია შევარჩიოთ ტვირთის ტიპის, მოცულობის, მარშრუტისა და ტრანსპორტირების პირობების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება
საკუთარი ავტოპარკის არსებობისას ნაკლებად ვართ დამოკიდებული გარე სატრანსპორტო რესურსის ხელმისაწვდომობაზე. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია სწრაფად შევცვალოთ დაგეგმვა, შევარჩიოთ შესაბამისი ტექნიკა და უკეთ ვაკონტროლოთ გადაზიდვის ვადები, ხარჯები და პროცესის უწყვეტობა.
„გიანთი ლოჯისტიკსის“ საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელებსა და პროფესიულ ორგანიზაციებში წევრობა გვაძლევს წვდომას სანდო პარტნიორებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ასოციაციების წევრობის საშუალებით უფრო სწრაფად ვიღებთ ინფორმაციას მარშრუტებზე, ტარიფებზე, რეგულაციებსა და შესაძლო რისკებზე და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი პარტნიორის მხარდაჭერით ოპერატიულად ვაგვარებთ გზაში წარმოქმნილ საკითხებს.
ჩინეთის მიმართულებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით აქტიურია. რა ტენდენციებს ხედავთ დღეს და როგორ შეიცვალა მომხმარებლების არჩევანი?
ბოლო წლებში ჩინეთიდან გადაზიდვების მიმართულებით არსებული სიტუაცია შეიცვალა. საზღვაო გადაზიდვების ტარიფების ზრდისა და სარკინიგზო მიმართულებით ადგილების დეფიციტის გამო, კომპანიებმა ალტერნატიული მარშრუტების ძიება დაიწყეს. შედეგად, გაიზარდა მოთხოვნა სახმელეთო გადაზიდვებზე და ამ მიმართულებით სულ უფრო მეტი კომპანია ირჩევს „გიანთი ლოჯისტიკსს“.
მომხმარებლებისთვის დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფასი, არამედ გადაზიდვის ვადა, მარშრუტის სტაბილურობა და ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება. ტვირთის ტიპისა და საჭიროებების შესაბამისად, ჩინეთიდან წარმატებით ვახორციელებთ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებს.
„გიანთი ლოჯისტიკსი“ მხოლოდ სრულ ტვირთებს ემსახურება თუ ჩინეთიდან ნაკრები ტვირთების გადაზიდვაც შესაძლებელია?
„გიანთი ლოჯისტიკსი“ ემსახურება როგორც სრულ, ისე ნაკრებ ტვირთებს. საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სრული კონტეინერი (FCL), ან ნაკრები კონტეინერი (LCL). სახმელეთო გადაზიდვისას კი შესაძლებელია სრული მანქანის (FTL), ან ნაკრები ტვირთის, (LTL), ტრანსპორტირება. შესაბამისი ფორმატი ტვირთის მოცულობის, წონის, მარშრუტისა და მომხმარებლის პრიორიტეტების მიხიედვით შეირჩევა.
ნაკრები გადაზიდვა განსაკუთრებით მოსახერხებელია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, როდესაც კომპანიას რამდენიმე პალეტის ან რამდენიმე კუბური მეტრის პროდუქციის ჩამოტანა სჭირდება და სრული კონტეინერის ან სატვირთო მანქანის გამოყენება ეკონომიკურად გამართლებული არ არის. ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა გამგზავნის თავსებადი ტვირთები ერთ კონტეინერში ან სატრანსპორტო ერთეულში კონსოლიდირდება. ღირებულება გამოითვლება კონკრეტული ტვირთის მოცულობის, წონის, მარშრუტის, კატეგორიისა და საჭირო დამატებითი მომსახურებების მიხედვით.
როგორ არის ორგანიზებული ჩინეთიდან ნაკრები ტვირთების გადაზიდვა და რა ეტაპებს მოიცავს პროცესი?
„გიანთი ლოჯისტიკსი“ ჩინეთიდან ნაკრები ტვირთების გადაზიდვისას უზრუნველყოფს ტვირთის მიღებას, დახარისხებას, კონსოლიდაციასა და დანიშნულების ქვეყნების მიხედვით გადანაწილებას. ტვირთის ჩაბარება შესაძლებელია პეკინის, შანხაის, გუანჯოუს, ივუსა და ხორგოსის საწყობებში.
ტვირთების გაერთიანების შემდეგ გადაზიდვა ხორციელდება მარშრუტით: ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. სატრანზიტო პერიოდი საშუალოდ 20-30 დღეა და დამოკიდებულია დატვირთვის თარიღზე, მარშრუტზე არსებულ ვითარებასა და სასაზღვრო პროცედურებზე.
რას მიიჩნევთ „გიანთი ლოჯისტიკსის“ მთავარ ღირებულებად?
ჩვენი მთავარი ღირებულება ნდობაა. თუმცა ნდობა მხოლოდ დაპირებებით არ იქმნება. მას სჭირდება პასუხისმგებლობა, მუდმივი კომუნიკაცია და თანმიმდევრული შედეგები. ყოველი ტვირთის უკან დგას ბიზნესი, რომელსაც საკუთარი ვადები და ვალდებულებები აქვს პარტნიორებისა და მომხმარებლების წინაშე. ამიტომ თითოეულ გადაზიდვას მხოლოდ ცალკეულ დავალებად არ განვიხილავთ და მის დაგეგმვასა და მართვას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით.ვფიქრობ, სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის გრძელვადიან პარტნიორობას. როდესაც კომპანიები წლების განმავლობაში კვლავ „გიანთი ლოჯისტიკსს“ ანდობენ საკუთარ გადაზიდვებს, ეს ჩვენდამი ნდობის ყველაზე მკაფიო დასტურია.