მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შენ არასდროს ივლი მარტო - გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

news image
mbc image

გიორგი მამარდაშვილისთვის ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი - მერსისაიდული კარიერა უკვე ოფიციალურად დაიწყო. ახალგაზრდა მეკარე „ლივერპულის“ ფეხბურთელია. 14-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგაში ქართველი ფეხბურთელი კვლავ გამოჩნდა - ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში და საკუთარი ისტორიის წერას იწყებს. 

ლეგენდარულ „ენფილდამდე“ გზა გიორგიმ თიბისისთან ერთად გაიარა; ლივერპულის ქუჩებში გაეცნო ქალაქს, გულშემატკივრებს და ამ საინტერესო თავგადასავალმა კიდევ ერთხელ გაუმყარა რწმენა, რომ ეს ის ადგილია, სადაც არასდროს ივლი მარტო. 

საკომუნიკაციო ვიდეოში, რომელიც თიბისიმ გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციის ფარგლებში მოამზადა და სადაც მამარდას ენფილდისკენ მიმავალი გზაა ასახული, ქართველი მეკარე პირველად, რუკისა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარების გარეშე ცდილობს გაიკვლიოს გზა ლივერპულში და „ენფილდამდე“ მივიდეს. მაყურებელი მამარდას პირველი ლივერპულური ნაბიჯების თანამონაწილე ხდება - მასთან ერთად ეცნობა ქალაქს და იმუხტება პირველი ემოციებით - ის ხომ პირველად მიდის ენფილდ როუდზე.  

თიბისისა და მამარდას კოლაბორაცია ორივე მხარის ღირებულებებს ეფუძნება. გიორგი მამარდაშვილის კარიერა, მისი აქამდე განვლილი გზა, ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის შთამაგონებელი, სამაგალითო და რწმენის მიმცემია, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია; ხოლო მისი „ლივერპულში“ ხილვა ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა - მთავარია გჯეროდეს. 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა