მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Sheraton Batumi-ს სრულფასოვანი რენოვაცია 2024 წლის აგვისტოში დასრულდება

news image
mbc image

Sheraton Batumi Hotel-ში რენოვაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.

როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, Sheraton Batumi-ს რენოვაცია ორ ეტაპად განხორციელდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში სასტუმრო სტუმრების მიღებასა და მათ მომსახურებას განაგრძობს. 

„მოხარული ვართ გაგიზიაროთ ჩვენთვის უაღრესად სასიხარულო სიახლე იმის შესახებ, რომ აღნიშნული მომენტისათვის ნამდვილად გავდივართ სასტუმრო ოთახების საგულდაგულოდ დაგეგმილი რენოვაციის პროცესს, რომელიც 2024 წლის აგვისტოსთვის დასრულდება.

რენოვაცია ორ ეტაპად განხორციელდება, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველაფერი იმისათვის, რომ სასტუმროში დაბინავებულმა ჩვენმა ლოიალურმა სტუმრებმა არ იგრძნონ დისკომფორტი, მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი გულითადი სტუმართმოყვარეობისგან და გახდნენ ჩვენთვის ესოდენ ამაღელვებელი გარდასახვის მომენტის გულშემატკივარნი,“- განუცხადა Business Insider Georgia-ს Sheraton Batumi Hotel-ის ფრონტ ოფისის მენეჯერმა მეგი ჟღენტმა.

ირკვევა, რომ რენოვაციის პირველ ეტაპზე დაკეტილია სასტუმროს ქვედა სართულები, ხოლო ზედა სართულები და კვების ობიექტები სტუმრების მიღებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

„ამჟამად, ზედა სართულებზე განთავსებული ოთახები, ისევე როგორც ჩვენი არაჩვეულებრივი საზოგადოებრივი ადგილები, მათ შორის ლობი, სპა ცენტრი და რესტორნები, ხელმისაწვდომია ჩვეულ რეჟიმში და აგრძელებენ სტუმრებისათვის განსაკუთრებული ატმოსფეროსა და მომსახურების უზრუნველყოფას. ხოლო, ქვედა სართულებზე განთავსებული ოთახები, რომელიც ოთახების საერთო რაოდენობის დაახლოებით 77%-ს შეადგენს, გადის ტრანსფორმაციის პროცესს“, - განმარტავს მეგი ჯღენტი. 

მისივე თქმით, Sheraton Batumi Hotel-ის გახსნიდან ეს არის პირველი სრულფასოვანი რენოვაცია.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გულმოდგინედ ვახორციელებდით ჩვენი ოთახების რუტინულ მოვლას, რათა მიმზიდველი ყოფილიყო ჩვენი სტუმრებისათვის, ხოლო მათში განთავსება კი სასიამოვნო და კომფორტული“, - ამბობს Sheraton Batumi Hotel-ის ფრონტ ოფისის მენეჯერი

ბათუმის შუაგულში განთავსებული სასტუმრო Sheraton Batumi 2010 წელს გაიხსნა და ის მთლიანობაში 202 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს აერთიანებს. დახვეწილი დიზაინით გამორჩეული თითოეული ოთახი სტუმარს განსაკუთრებულ გამოცდილებას ანიჭებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა