შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
თიბისი ზრუნავს ახალი თაობის მხარდაჭერაზე და ახალი თიბისი ბარათის მფლობელ სტუდენტებს (18-23 წელი) მუდმივად მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს სთავაზობს.
მიმდინარე შეთავაზებით სარგებლობა სტუდენტებს, დეკემბრის ბოლომდე, შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში შეუძლიათ, სადაც ახალი თიბისი ბარათით გადახდისას, თანხის 20%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ.
შეთავაზება მოქმედებს შემდეგ შერჩეულ უნივერსიტეტებში:
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე, თუმცა აუცილებელია თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ერთი მომხმარებელი თვის მანძილზე, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს დაიბრუნებს.
აიღეთ, ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული შეთავაზებებით.
სტუდენტების შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.