მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის

news image
mbc image

იმ სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ვისთვისაც განათლება პრიორიტეტია, საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი, 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნილი განათლებისშესაძლებლობა - ეს ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.

საქართველოს ბანკის სტიპენდიები

ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ფინანსური ინსტიტუტისაქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტსა და გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივები მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, შესაძლებლობას აძლევს სასურველი მიმართულებით მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ანნაწილობრივი დაფინანსება.

სტიპენდიის მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვსმაღალი აკადემიური მოსწრება და ლიდერობის პოტენციალი.

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 165-ზე მეტი სტიპენდიატი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღებადაიწყო. შეავსეთ განაცხადი ბმულზე.

გახდით საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და მიიღეთ სწავლის სრული ან ნაწილობრივიდაფინანსება.

UniGrant სტუდენტებისთვის

სტუდენტების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკი და MAC Georgia ერთობლივ პროექტს - „UniGrant სტუდენტებისთვის“ ახორციელებენ. ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონსწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საარსებო ხარჯებისთვის, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.

სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში

საქართველოს ბანკი  CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამებისფარგლებში შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ სამაგისტრო საფეხურზესრული დაფინანსებით.

CHEVENING: საქართველოს ბანკი 2013 წლიდან უჭერს მხარს CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამას. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ასახელებს და დიდიბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრებისხარჯებს სრულად უფინანსებს. CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოსბანკის 31 სტიპენდიატი.

ინფორმაციისთვის, პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის ზაფხულიდან განახლდება.

Fulbright: საქართველოს ბანკი 2014 წლიდან Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი ყოველწლიურად ერთ სტიპენდიატს ასახელებს, რომელსაც აშშ-ს წამყვანუნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის და ცხოვრების ხარჯებს სრულადუფინანსებს.  Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს ბანკის 15 სტიპენდიატი.

ინფორმაციისთვის, პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის გაზაფხულიდან განახლდება.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია MASE-ში: საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის(MASE) ინიციატივით 2019 წელს შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია შესაძლებლობასაძლევს ახალგაზრდებს, ისწავლონ ბერლინში, Miami Ad School Europe-ში ერთწლიან ჰიბრიდულპროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით.

აღსანიშნავია, რომ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებსაც  უფინანსებს.

ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ბანკმა და MASE-მ უკვე გამოავლინა 5 სტიპენდიატი.

ინფორმაციისთვის, სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის გაზაფხულიდანგანახლდება.

საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა