შესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
ამისათვის, ბანკის CSR პორტფოლიო ათეულობით პროექტს მოიცავს, რომელთა მიზანი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების შექმნა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე csr.bog.ge
საქართველოს ბანკი ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის:
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორი
სტუდენტებისთვის შექმნილი დასაქმების პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლისპარალელურად, მუშაობა საქართველოს ბანკში დაიწყონ, აირჩიონ სასურველი პროგრამა, იმუშაონ სფეროს სპეციალისტებთან ერთად და დააგროვონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.
ამასთან, ლიდერატორი როტაციის პრინციპს ეფუძნება. რაც ნიშნავს იმას, რომ შერჩეული ახალგაზრდები, 8 თვის განმავლობაში, საკუთარ შესაძლებლობებს ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში გამოცდიან.
2017 წლიდან ლიდერატორში მონაწილეობა უკვე 445-მა სტუდენტმა მიიღო, მათმა 79%-მა კი პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო.
საქართველოს ბანკის სტაჟირების პროგრამა რეგიონებში
ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა რეგიონებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებაში ანაზღაურებადი 4/6 თვიანი სტაჟირების პროგრამა შექმნა.
ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე, პრაქტიკულ გამოცდილებას, ესწრებიან ტრენინგებს და ივითარებენ პროფესიულ უნარებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელონ.
სტაჟირების პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტების და 1-2 წლის კურსდამთავრებულებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, პროგრამა სრულად არის მორგებული სტუდენტების აკადემიურ განრიგს.
საქართველოს ბანკის საზაფხულო სტაჟირების პროგრამა
პროექტი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტებისთვის შეიქმნა, რომელიც მათთვის ადგილობრივ ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების შექმნასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაიარონ სტაჟირება საბანკო, საინვესტიციო, საბროკერო, კვლევითი საქმიანობის, მონაცემთა მეცნიერების, მარკეტინგის, ციფრული არხების განვითარებისა და სხვა მიმართულებით.
სტაჟირების ფარგლებში, სტუდენტები პროფესიონალი მენტორების ჩართულობით იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.