მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შესაძლოა, აშშ-დან ავტომობილების ტრანსპორტირების ფასი შემცირდეს - „კავკასიის ავტოიმპორტი“

news image
mbc image

„აშშ-დან ავტომობილების ტრანსპორტირების ფასის კლების დინამიკა შეიმჩნევა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად მოხდა“, - ამის შესახებ  Business Inisder Georgia-ს „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა გიორგი სურგულაძემ განუცხადა.

„კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი აშშ-დან ჩამოყვანილ ავტომობილებზე ფასის შემცირებას არ გამმორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ტენდენციის ტემპი დაბალია, რაც ავტომობილების ფასებზე მოკლევადიან პერიოდში ასახვას ვერ მოახდენს.

„ავტობაზაზე ვითარება უმჯობესდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის მაჩვენებლები საკმაოდ გაზრდილია, „კავკასიის ავტოიმპორტის“ წილი ბაზარზე 40%-ის ფარგლებში მერყეობს. ვცდილობთ, გამოწვევებს სათანადოდ ვუპასუხოთ, სერვისებს ვხვეწავთ, გავდივართ საერთაშორისო ბაზრებზეც, სადაც სოლიდური წილი გვიჭირავს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, შუა აზიის ქვეყნებში, აფრიკაში და ბოლოს უკვე არაბეთის საამიროების ბაზარზეც გავედით.

რაც შეეხება ტენდენციას, ამერიკიდან  საქართველოს მიმართულებაზე ავტომობილების ტრანსპორტირების ფასების კლება შეიმჩნევა. ვერ გეტყვით, რომ ქვევით წამოვიდა ფასი, მაგრამ ტენდენცია დაწყებულია, რაც ტარიფებზე სავარაუდოდ მალე აისახება. კონკრეტულად რამდენით, ჯერ გამიჭირდება ვარაუდი, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, გლობალურ ლოგისტიკაში რომელი პორტი როგორ დაიტვირთება, ფასებზე გავლენას ესეც ახდენს", - ამბობს გიორგი სურგულაძე.

ამ დროისთვის ,,კავკასიის ავტოიმპორტში“  280 -მდე  ადამიანია დასაქმებული. კომპანია ფლობს ფართო ქსელებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ცნობისთვის, ,,საქსტატის" მონაცემის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 98%-ით გაიზარდა. კერძოდ,  თუ 2021 წელს ქვეყნიდან 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 903.8 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, 25%-ით გაიზარდა რეექსპორტირებული მანქანების რაოდენობაც. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 79 887 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელმა 63 860 ერთეული შეადგინა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა