მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Shine Energy და Tegeta Green Planet გარემოსდაცვითი მიზნის გარშემო ერთიანდებიან

news image
mbc image

Shine Energy Sustainability გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი განვითარების იდეების პოპულარიზაციის მიზნით ახალ პარტნიორობას იწყებს. კომპანია Tegeta Green Planet-თან ერთად ერთობლივ საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს, რომელიც ახალგაზრდებში ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ფორმირებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში Shine Energy Sustainability თბილისის სხვადასხვა სკოლასა და უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და ინტერაქციულ ვორქშოფებს გამართავს. კომპანიის წარმომადგენლები ახალგაზრდებს ენერგიის მნიშვნელობაზე, მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებასა და განახლებადი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობაზე ესაუბრებიან. ინიციატივა ასევე მოიცავს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

პარტნიორობის ფარგლებში Tegeta Green Planet მოსწავლეებს სპეციფიკური ნარჩენების მართვის მნიშვნელობას გააცნობს - მათ შორის, გამოყენებული საბურავების, აკუმულატორებისა და ზეთების სწორად მართვის პროცესს და მის კავშირს ცირკულარულ ეკონომიკასთან. პროექტი ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და პრაქტიკულ ვორქშოფს მოიცავს, რათა ახალგაზრდების ჩართულობა და გარემოზე ზრუნვის კულტურა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

,,ჩვენი პარტნიორობა ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან იდეას, როგორიცაა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია. გვჯერა, რომ განათლება ის მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც პასუხისმგებლიან მომავალს ქმნის, სწორედ ამიტომ ვახორციელებთ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას სკოლებსა და უნივერსტეტებში, - აცხადებენ Shine Energy-ში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა