მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

,,შირაქი" ნულოვანი თესვის მოდელზე გადადის

news image
mbc image

კომპანია ,,შირაქი" აგროწარმოებაში მიდგომას ცვლის და FAO- თან ერთად მუშაობს მოდელზე, რომელიც ქართულ ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მოთხოვნადია.

„შირაქის" დამფუძნებლის, ნიკოლოზ ბენიაიძის განმარტებით, ეს არის No-Till-ის ტექნოლოგია, რაც გულისხმობს თესვას მიწის დამუშავების გარეშე.

„FAO- თან ერთად გავაფართოვეთ ნათესები და ვაგრძელებთ მუშაობას  ნულოვანი თესვის ტექნოლოგიაზე. ეს ნიშნავს, რომ ვთესავთ მოუხნავად, ნიადაგის დაუმუშავებლად. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა,  რასაც განვითარებული ქვეყნები ნერგავენ. ახალი ტექნოლოგიის ათვისება ხარჯების შემცირებასა და მოსავლიანობის ზრდაში დაგვეხმარება. 

1 ჰექტარზე რამდენით გაიზრდება მოსავლიანობა, ვერ დავაკონკრეტებთ, ვინაიდან ეს მაჩვენებელი ყველა რეგიონისთვის ინდივიდუალურია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, გვექნება ზრდა და ხარჯი შეგვიმცირდება.

ძალიან კარგი მეთოდია, სულ უფრო მეტი ფერმერი ერთვება კონსერვაციულ სოფლის მეურნეობაში, რომელიც ნულოვანი დამუშავების გარდა, მოიცავს მულჩირებას, კულტურათა მონაცვლეობას და თესლბრუნვას", - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის No-Till-ით  250 ჰექტარი მოცულობის მარცვლეული უკვე დათესილია და ეს მონაცემი წლიდან-წლამდე მოიმატებს.

ცნობისთვის, ნიადაგის ნულოვანი  დამუშავების მეთოდი ეკომეგობრული პრაქტიკაა, რომელიც მოსავლიანობის გაზრდასა და წარმოების ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული გადაწყვეტა ასევე ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების მიმართ ფერმერთა მედეგობის გაზრდას.

ამ მეთოდის გამოყენება, მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, ნიადაგის  სტრუქტურას აუმჯობესებს და ეროზიას ამცირებს, ზღუდავს წყლის აორთქლებას და წყლის ზედმეტი დოზით გამოყენებას. 

ამასთან, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, დაახლოებით 30%-ით ამცირებს მექანიზაციისთვის საწვავის გამოყენებას, რაც თავის მხრივ ნახშირბადის  ნაკლებ გამოყოფას განაპირობებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა