„შოკოჰოლიკი“ ასორტიმენტის გაფართოებასა და გაყიდვების გაზრდას გეგმავს
არტიზანული შოკოლადის საწარმო „შოკოჰოლიკი“, რომელიც 6 სახეობის ნუგას, სხვადასხვა სახის ბომბონებსა და ტრიუფელებს აწარმოებს, გაფართოებასა და შემდეგ ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილი აცხადებს, 2025 წელს ასორტიმენტის გაფართოებასა და გაყიდვების ზრდას გეგმავს.
„ჩვენი პროდუქციის 60-70%-ის საზღვარგარეთ გადის, საჩუქრების სახით. თუმცა ეს არ არის ოფიციალური ექსპორტი. უცხოელები აქტიურად ყიდულობენ „შოკოჰოლიკის“ პროდუქციას საჩუქრად“,- ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
ახლახან, ბრენდმა შეცვალა შეფუთვა და როგორც „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი ამბობს ახალი წლისთვის კორპორაციული შეკვეთები მზარდია.
„ჩვენი პროდუქცია არის დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ბოლო ორი შეკვეთა მივიღებთ იტალიიდან და საფრანგეთიდან საშობაო საჩუქრებად. მანამდე გვქონდა დიდი შეკვეთა დუბაიდან. ახლაც რამდნიმე ქსელთან გვაქვს მოლაპარაკება. ბევრი კორპორაციული შეკვეთა შემოვიდა საახალწლოდ. 2023 წელთან შედარებით ბრენდის ცნობადობა და გაყიდვები მზარდია“, - ამბობს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, „შოკოჰოლიკის“ ასორტიმენტში ყველზე მოთხოვნადი ციტრუსის ნუგაა.
„ყველაზე მოთხოვნადი ახალი წლის სეზონზე, საშობაოდ და საახალწლოდ ციტრუსის ნუგა არის შეუცვლელი. ამ დროისთვის ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია „სმარტის“ ქსელში, აეროპორტში, ბათუმში. გვაქვს ონლაინ მიწოდება და პროდუქციას დამკვეთი იმავე ან მეორე დღეს მიიღებს პროდუქტს“,- ამბობს თეა ედიშერაშვილი.
„შოკოჰოლიკში“ 3 ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.