მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შრომის ბაზარზე მსხვილფეხა პირუტყვის ვეტერინარების დეფიციტია - „ბლაუენშტაინი“

news image
mbc image

ხორცპროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Blauenstein/ბლაუენშტაინმა კადრებთან დაკავშირებული პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვარა. როგორც კომპანიის დირექტორი თათია არაბიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, წარმოებაში პრობლემა იყო აბსოლუტურად ყველა კადრი, რის პრობლემაც დღესდღეობით 100%-ით მოგვარებულია.

„კადრებთან დაკავშირებით პრობლემა გვქონდა, ზოგადად საქართველოში ყველა დარგში დგას ეს საკითხი და ჩვენც შეგვეხო. ამიტომ საკუთარი კადრი გადავამზადეთ. საბოლოო ჯამში, შვეიცარიელი სპეციალისტების და მათი ტრენინგების დახმარებით ეს პრობლემა მოგვარდა.

შრომის ბაზარზე განსაკუთრებით დეფიციტურია მსხვილფეხა პირუტყვის ვეტერინარები, თუმცა კომპანიას ამ დარგის სპეციალისტები მხრივ არ უჭირს. გვყავს ვეტერინარები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან მუშაობენ და ,,ბლაუენშტაინის“ მომზადებული კადრია.

ამასთან, მთავარი ვეტერინარი შვეიცარიელია და დანარჩენები მისი პროტოკოლის ქვეშ მუშაობენ. ვთვლით, რომ ზოგადად საქართველოში პროფესიული კადრების სიმცირეა, რაც სექტორისთვის დიდი ტვირთია. შრომის ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტის პოვნა რთულია“, - ამბობს თათია არაბიძე.

ცნობისთვის, კომპანიაში სტაბილურად 60 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონზე ეს მაჩვენებელი 70-ის ფარგლებშია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა