მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და მაძიებელთა კვალიფიკაციას შორის სტრუქტურული აცდენაა - ლევან ვეფხვაძე

news image
mbc image

შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და მაძიებელთა კვალიფიკაციას შორის გარკვეული სტრუქტურული აცდენა ფიქსირდება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე განაცხადა. მისი თქმით,  BAG ინდექსი აჩვენებს, რომ ბაზარზე მზარდია მოთხოვნა თანამედროვე უნარებზე, რასაც არსებული სამუშაო ძალა სრულად ვერ პასუხობს, ხოლო თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ამ ხარვეზის შემცირების ერთ-ერთი წარმატებული მცდელობაა.


„ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სტრუქტურული აცდენა დასაქმების ბაზარსა და პრეტენდენტებს შორის. სტრუქტურულ აცდენაში ვგულისხმობ იმას, რომ არის კვალიფიკაციები და მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან იმ ტიპის კვალიფიკაციის მქონე ადამიანების, რომლებიც დღეს ბაზარზე პრაქტიკულად აღარ გვყავს. შემოდის ახალი ტექნოლოგიები, საწარმოების ახალი ტიპის გადაიარაღებაა საჭირო და ასე შემდეგ. ამ პროცესში სიახლეებთან დროული ადაპტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა, სამწუხაროდ, დასაქმების მსურველები ამას დამოუკიდებლად ხშირად ვერ ახერხებენ. სამუშაოს მაძიებელთათვის ბაზარზე არსებულ ახალ მოთხოვნებთან ფეხის აწყობა დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს.

თუ არ მოხდა აქტიური ჩარევა, ბუნებრივია იქნება პრობლემა და ეს დაშორება ამ ორ მხარეს შორის მუდმივად გაგრძელდება. ერთის მხრივ ბიზნესი თვითონ არის აქტიური, იმიტომ რომ სასწავლო პროგრამებს აკეთებენ, სხვათა შორის ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ მხრივ მსხვილი ბიზნესი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ისინი შიგნით აკეთებენ ამ სასწავლო პროგრამებს ან კონკრეტულ პროფესიულ სასწავლებლებთან.  ამ მხრივ ძალიან აქტიურია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, რომელსაც რამდენიმე წელია ძალიან საინტერესო პროექტი აქვს. საერთო ჯამში 12 000-მდე კურსდამთავრებულია - ამ ადამიანების 75% დასაქმებულია. როდესაც ვხედავთ ამ წარმატებულ პროგრამას, ჩვენც გვიჩნდება სურვილი, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართულები, ჩვენი წვლილი შევიტანოთ განვითარებაში, იმიტომ რომ დასაქმების ბაზარი არ არის სტატიკური ბაზარი, სადაც კონკრეტული სპეციალობები და პროფესიები 5 წლის წინ რაც იყო და რასაც ვამზადებდით, იგივე უნდა მოვამზადოთ. ამას სჭირდება მუდმივი განვითარება. ჩვენ სხვათა შორის ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის საქალაქო სამსახურთან და მის წარმომადგენლებს უკვე რამდენიმეჯერ შევხვდით, გვქონდა ძალიან აქტიური ინტერაქცია სწორედ იმიტომ, რომ უკვე შემდგომში როდესაც დაიგეგმება გაგრძელება ამ პროგრამების, თითოეული ეს პროგრამა იყოს უფრო მეტად ადაპტირებული იმ სიახლეებზე, რისკენაც ბიზნესი მიდის და რისკენაც ეკონომიკა მიდის. ახლა ამ წუთშიც მიმდინარეობს რეგისტრაცია თვის ბოლომდე, 2-3 დღე დარჩა და ძალიან აქტიურია იმიტომ, რომ დაახლოებით 2000-მდე ახალგაზრდა თუ „ძველგაზრდა“, ვისაც გადამზადება სჭირდება, მათ უნდა გაიარონ ეს პროგრამა, მაგრამ დაახლოებით 6000-ზე მეტია უკვე დარეგისტრირებული - იმდენად მაღალი არის ინტერესი და მოთხოვნა“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პროგრამაში ჩართვის მაღალი ინტერესის ფონზე, მონაწილეთა ნაწილი შესაძლოა ე.წ. მოცდის სიაში გადავიდეს და გადამზადება შემოდგომის ეტაპზე გაიარონ. მისი თქმით, ბიზნესის ჩართულობა მომავალშიც აქტიური იქნება, მათ შორის ახალი, ბაზარზე მოთხოვნადი კვალიფიკაციების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი სასწავლო პროგრამების განვითარებაში თბილისის მერიასთან თანამშრომლობით.

„მეორე მხრივ, მივიჩნევ, რომ არსებულ პროგრამებში დროული კორექტივების შეტანა და სიახლეების დანერგვა აუცილებელია. ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით ნაყოფიერი იქნება და, საბოლოო ჯამში, შრომის ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა