მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შთამბეჭდავი რიცხვები, საერთაშორისო წარმატება და ახალი პროდუქტები - 2025 წელი Self.HR-ში

news image
mbc image

Self.HR ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2021 წლიდან ქმნის ინოვაციურ, ციფრულ პლატფორმას HR პროცესების ავტომატიზაციისა და გამარტივებისთვის. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის თანადამფუძნებელს, ნინო ფეიქრიშვილს ესაუბრა.

როგორ აფასებთ 2025 წელს?

Self.HR ქართული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის. ჩვენი მისია მარტივია: ტექნოლოგიების დახმარებით გავუმარტივოთ ორგანიზაციებს ბიზნეს პროცესების მართვა და შევამციროთ რუტინულ დავალებებზე დახარჯული დრო და ფინანსური რესურსი. 

სწორედ ამ ხედვამ და ბაზრის საჭიროებებზე მუდმივმა ფოკუსმა განსაზღვრა Self.HR-ის განვითარების ტემპი 2025 წელს. ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს იყო ბიზნესის ზრდის წელი, რაზეც მეტყველებს ჩვენი რიცხვითი მაჩვენებლებიც.

2025 წელს ჩვენი პორტფელი 860 კომპანიიდან 1200 კომპანიამდე გაიზარდა. MRR-ის ზრდა კი 45% გვქონდა. ამასთან, რამდენიმე ახალ ქვეყანაში დაიწყეს ჩვენი სისტემით სარგებლობა, რაც მომავალში ვფიქრობთ, საგრძნობლად გაზრდის ამ მაჩვენებლებს. დინამიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში და რეგიონში ბიზნესის ავტომატიზაციის ტექნოლოგიურ ხელსაწყოებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ჩვენც ახალი პროდუქტების შექმნით ვცდილობთ ვუპასუხოთ ბაზრის ახალ საჭიროებებს.

2025 წელს ორი უმსხვილესი და კომერციულად ძალიან წარმატებული პროდუქტი ჩავუშვით - Self Recruit და Self Payroll.

სწორ დროს სწორი ადამიანების აყვანა დღეს ყველა ბიზნესის მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ 2025 წელს შევქმენით Self Recruit-ი, რომელიც ეხმარება კომპანიებს AI-ის დახმარებით მარტივად მართონ კანდიდატთა შერჩევის პროცესი, სწრაფად იპოვონ საუკეთესო თანამშრომლები და აქვე, იმავე სისტემაში დაიწყონ მათი ონბორდინგი.

სულ რაღაც 6 თვეში Self Recruit-ს უკვე 130-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია იყენებს, მათ შორის, ისეთი მსხვილი კომპანიები როგორებიცაა: გალფი, ავერსი, მაგნიტი, დრესაპი, არდი, სპარი, ისიპარი, GMT ჰოსპიტალითი და სხვა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ Self Recruit წლის ყველაზე წარმატებული პროექტია.

მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტა, რომელიც ბიზნესს პროცესების გასამარტივებლად შევთავაზეთ, არის ხელფასების ავტომატიზაციის პროდუქტი - Self Payroll.

დამეთანხმებით, ძალიან რთული და რუტინული პროცესია კომპანიებში ხელფასების სწორი პოლიტიკის შემუშავება, ხელფასების დათვლა და ანაზღაურების უშეცდომოდ ჩარიცხვა. ვფიქრობთ, 2025 წელს კომპანიებისთვის ისეთი პროდუქტი შევქმენით, რომელიც თითის ერთი შეხებით ითვლის თანამშრომელთა ხელფასებს და ამზადებს ჩასარიცხ ფაილს.

Self Payroll მარტივად ითვლის:

  • ფიქსირებულ და საათობრივ ანაზღაურებას;
  • შვებულებების და ბიულეტენების ანაზღაურებას;
  • გამომუშავებული ხელფასის შემთხვევაში სამი თვის საშუალოს პრინციპით შვებულებებსა და ბიულეტენებს;
  • ზეგანაკვეთურად ნამუშევარ საათებს;
  • ბენეფიტებსა და დაქვითვებს;
  • საშემოსავლოსა და საპენსიოს;
  • საშემოსავლო შეღავათებს და სხვა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისტემა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, სისტემაში თვითონ განსაზღვრონ ხელფასის დაანგარიშების ფორმულები და გამოთვლის ლოგიკები და უშეცდომოდ, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ჩარიცხონ თანხები.

2025 წელს განახლების შემდეგ არაერთმა ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ საერთაშორისო ფეიროლ პლატფორმებიდან ქართულ პროდუქტზე Self Payroll-ზე გადმოინაცვლა, რაც ჩვენთვის დიდი ნდობისა და განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველოში შესაძლებელია შევქნათ ციფრული პროდუქტები, რომლებიც არა თუ ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქტებს, არამედ იქნება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე. დღეს Self Payroll-ით 300-ზე მეტი კომპანია სარგებლობს. 

არ მინდა გამომრჩეს ჩვენი 2025 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. Self.HR გახდა პირველი ქართული HR აპლიკაციაა, რომელიც სამ საერთაშორისო ISO სერტიფიკატს ფლობს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით. 2025 წელს განვაახლეთ ISO/IEC 27001 სერტიფიკატი და გადავედით მის უახლეს ვერსიაზე - ISO/IEC 27001:2022 და დავიმატეთ კიდევ ორი საერთაშორისო სერტიფიკატი - ISO/IEC 27017 და ISO/IEC 27018.

2025 წლის დასაწყისში რიცხვებთან ერთად ერთი მთავარი ამოცანა დავისახეთ. ამ წელს კომპანიების HR მენეჯერებისთვის დამატებით 20%-ით უნდა შეგვემცირებინა რუტინულ საქმეებზე დახარჯული დრო, ხოლო კომპანიებისთვის 30%-ით საოპერაციო ხარჯი. ვფიქრობ, ეს მიზანიც მიღწეულია.

როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის? განსაკუთრებით, გაფართოების / სერვისების ზრდის მიმართულებით?

2026 წელს ჩვენი ტექნიკური გუნდი აგრძელებს მუშაობას ჩვენს მთავარ პროექტზე, AI ტრანსფორმაციაზე, რაც გულისხმობს Self.HR სისტემის ყველა მოდულში ხელოვნური ინტელექტის ჩაშენებას. ჩვენი ამოცანაა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გავამარტივოთ დიდი მონაცემების დამუშავება, ანალიტიკა და მნიშვნელოვნად შევამციროთ HR გუნდისთვის რუტინულ დავალებებზე დახარჯული დრო.

დღეს AI უკვე ჩაშენებულია Self.HR-ის რამდენიმე მოდულში და 2026 წლის ბოლომდე თითქმის ყველა მოდულს მოიცავს. ვფიქრობ, ეს HR პროფესიონალებისთვის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად შეცვლის.

ასევე, აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე ახალ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროდუქტზე. დეტალებს ცოტა მოგვიანებით გაგიმხელთ. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ 2026 წლიდან ჩვენი კომპანია მხოლოდ HR ტექნოლოგიებით აღარ შემოიფარგლება და ბევრად გასცდება HR სფეროს ფარგლებს.

და ბოლოს, ჩვენთვის, როგორც საერთაშორისო მიზნების მქონე კომპანიისთვის, 2026 წლის მთავარი ამოცანაა, 20%-მდე გავზარდოთ ჩვენს პორტფელში შემავალი უცხოური კომპანიების წილი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა