მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161
-0.0028
flag
AZN 1.5426
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0005
flag
EUR 3.0264
0.0004
flag
GBP 3.5296
-0.0019
flag
KZT 56.04
0.0019
flag
TRY 0.0551
0
flag
USD 2.6223
-0.0006
news banner

ბათუმის კუნძულზე გლობალური ბიზნეს-გაერთიანება შემოდის - ქართველ მეწარმეებს პოლონელ პარტნიორთან ყოველკვირეული დიალოგი ექნებათ

news image
mbc image

„ამბასადორ აილენდ ბათუმი" დასასვენებელ კომპლექსს გასცდება - კუნძული საერთაშორისო ბიზნეს-ჰაბად იქცევა.

პროექტის სულისჩამდგმელი ბუბა ქებურია თავიდანვე ერთ მიზანს ისახავდა - კუნძულზე პირველ რიგში ქართული კომპანიები ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. კამკიას თქმით, ეს მისია შესრულებულია - ოთხზე მეტი მსხვილი პროექტები ქართული კომპანიების მიერ ხორციელდება.

შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო ინვესტორებია. კომპანია ორი მსხვილი უცხოური გარიგების დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც უცხოელი ინვესტორები კუნძულზე ოფიციალურად დაიწყებენ ოპერირებას.

„ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს, რომ კუნძული დასვენებასა და ცხოვრებასთან ერთად ბიზნეს-აქტივობების ცენტრიც იყოს," - განმარტავს კამკია.

ამ მიზნით პოლონეთის არხით კუნძულზე გლობალური ბიზნეს-გაერთიანება შემოდის - შეიქმნება პლატფორმა, სადაც ქართველ მეწარმეებს ყოველკვირეულად 20 მდე ბიზნესპარტნიორთან შეხვედრის საშუალება ექნებათ. ბიზნეს-ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ამ ორგანიზაციის მსხვილი წარმომადგენლობა კუნძულზე გაიხსნება. კამკიას თქმით, ეს უზრუნველყოფს, რომ უცხოური ინვესტიციები კუნძულზე ინსტიტუციურად იყოს დაცული - არა მხოლოდ ხელშეკრულებებით, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივი ყოფნით.

კამკიას თქმით, „ამბასადორ აილენდ ბათუმი" საერთაშორისო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან სიგნალს ატარებს - საქართველო მზადაა მასშტაბური პროექტების მასპინძლობისთვის.

„როდესაც ინვესტორები შავ ზღვაში ხედავენ ფუნქციურად მრავალფეროვან და გლობალურად გამართულ სისტემას, ეს მენტალურ დონეზე ცვლის მათ დამოკიდებულებას. სწორედ ეს ფუნდამენტური ნდობაა უპირველესი მნიშვნელობის," - დასძენს კამკია.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ArchiveHub - ქართული ციფრული პლატფორმა Ideahub-ისგან დოკუმენტების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვისთვის

07.08.2026.12:00

ბიზნესის განვითარებასთან ერთად იზრდება ინფორმაცია, დოკუმენტების რაოდენობა და მათი სწორად მართვის მნიშვნელობა. თუმცა, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მნიშვნელოვან ნაწილში დოკუმენტების არქივი ჯერ კიდევ ქაღალდზე, სხვადასხვა საქაღალდესა თუ საცავში ინახება. შედეგად, წლების შემდეგ კონკრეტული ხელშეკრულების, ინვოისის, აქტის თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტის მოძიება ხშირად საათებს, ზოგჯერ კი დღეებსაც მოითხოვს.

სწორედ ასეთი რეალური გამოცდილება გახდა Ideahub-ის ახალი ციფრული გადაწყვეტის – ArchiveHub-ის შექმნის საფუძველი.

როგორც Ideahub-ში აღნიშნავენ, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში რამდენიმე კომპანიის ბიზნესპროცესებისა და ფინანსური ინფორმაციის ისტორიული ანალიზი გახდა საჭირო. ინფორმაციის დასადასტურებლად კომპანიებს წლების განმავლობაში დაგროვებული ქაღალდის არქივის გადახედვა მოუწიათ. ამ პროცესმა ნათლად წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც ბევრ ორგანიზაციას აერთიანებს – მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებობს, თუმცა მისი სწრაფად მოძიება და ეფექტურად გამოყენება რთულია.

სწორედ ამ გამოცდილებამ გააჩინა კითხვა – რატომ უნდა იყოს კომპანიის ისტორია დამოკიდებული ქაღალდის არქივზე ან კონკრეტული თანამშრომლის მეხსიერებაზე?

ამ კითხვაზე პასუხად შეიქმნა ArchiveHub – პლატფორმა, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დოკუმენტები ერთიან, სტრუქტურირებულ და უსაფრთხო ციფრულ სივრცეში მართონ.

ArchiveHub-ის მთავარი მიზანი მხოლოდ დოკუმენტების ელექტრონულად შენახვა არ არის. მისი დანიშნულებაა კომპანიის ცოდნის, ისტორიისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვაა, რათა წლების შემდეგაც ნებისმიერი საჭირო დოკუმენტი რამდენიმე წამში იყოს ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, შეიცვალა თუ არა თანამშრომლები ან ორგანიზაციული სტრუქტურა.

პლატფორმა სრულად ითვალისწინებს თანამედროვე ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას. სისტემა უზრუნველყოფს როლებისა და განყოფილებების მიხედვით წვდომების მართვას, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ თანამშრომელს მხოლოდ იმ დოკუმენტებზე აქვს წვდომა, რომელიც მისი საქმიანობისთვის არის განსაზღვრული. ეს მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ინფორმაციის უსაფრთხოებას, ისე შიდა პროცესების გამჭვირვალობას.

Ideahub-ის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული განვითარებაა. სწორედ ამიტომ ArchiveHub შეიქმნა ისეთი კომპანიებისთვის, სადაც დოკუმენტების მოძრაობა ყოველდღიური პროცესია, თუმცა მათი მართვა ხშირად ჯერ კიდევ არასტრუქტურირებული და ქაოტურია. ასეთ პირობებში თანამშრომლები მნიშვნელოვან დროს ხარჯავენ ინფორმაციის მოძიებაზე, იზრდება შეცდომების რისკი და რთულდება ეფექტური მენეჯმენტი.

ArchiveHub ამ პრობლემას მარტივი პრინციპით აგვარებს - ყველა დოკუმენტი ერთ სივრცეშია და მარტივად ხელმისაწვდომია.

პლატფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს შექმნან არა მხოლოდ ციფრული არქივი, არამედ ორგანიზაციული მეხსიერება, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს კომპანიის საქმიანობის სრულ ისტორიას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო შენახვას.

ციფრული ტრანსფორმაცია დღეს აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე - ის ეფექტური მართვის აუცილებელი ნაწილია. სწორედ ამ ხედვით აგრძელებს Ideahub ისეთი გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს პროცესების გამარტივებაში, დროის დაზოგვასა და ინფორმაციის უსაფრთხოდ მართვაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა