„შუა დერეფნის” აქტუალიზაციას მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოჰყვება - ირაკლი გიორგობიანი
„შუა დერეფნის” აქტუალიზაციას მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოჰყვება, ღრმად ვარ დარწმუნებული, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„პროგნოზირებადობა, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანია სექტორისთვის, ნებისმიერი სექტორისთვის და განსაკუთრებით ამ სექტორში ოპერირებადი კომპანიებისთვის. ჩვენ ხშირად გვაქვს ინტერაქცია მსხვილ შემსყიდველებთან, რომლებიც წინასწარ აცხადებენ თავიანთი შესყიდვების გეგმებს. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს 3- 4-5-წლიან გეგმებს.
კაპიტალური ინვესტიციების კუთხით ზრდა მნიშვნელოვნად არის დაგეგმილი და დაახლოებით 30-40%-იანი ზრდა იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ამას ემატება შუა დერეფნის აქტუალიზაცია და, ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული.
ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისიც აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო, თავის მხრივ, აცხადებს იმ ამბიციურ გეგმებს ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, რაც სახელმწიფოს აქვს, ეს მიიღწევა მხოლოდ ძლიერი ადგილობრივი კომპანიების არსებობის პირობებში და მე ხშირად ვიძახი ხოლმე, რომ მინდა, ეკონომიკურ სუვერენიტეტს მივაღწიოთ ამ სექტორში.
ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავდეს ძალიან ძლიერი ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სწორედ იმ დასახულ ამოცანებს შეასრულებენ, რომლებიც სახელმწიფოს აქვს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დღეს ამის ფინანსური შესაძლებლობები გვაქვს და ამ ნაწილში არ გვიჭირს. შესაბამისად, მთავარი არის, რომ სწორედ მოვახდინოთ ამ კომპანიების ხელშეწყობა, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
პრემიერს არაერთხელ განუცხადებია, რომ ხარჯეფექტურობა და ასევე კორუფციის რისკების მინიმიზირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ სექტორში. სწორედ ამ ნაწილში, ჩვენ იმ განცხადებულ პოლიტიკასთან ერთად, იმპლემენტაციის ნაწილზე ვხვდებით, რომ ცოტა გაზრდილი გვაქვს ბიუროკრატია გადაწყვეტილების მიღების კუთხით.
არადა, ერთის მხრივ, დღეს ფაქტობრივად ფასწარმოქმნის ნაწილში მთავრობის დადგენილებით ფასს ადგენს და განსაზღვრავს ექსპერტიზის ბიურო. ჩვენი ამოცანაა, მათ შორის, შემსყიდველების და ყველასი, ვინც ვმონაწილეობთ, რომ ის ერთეულის ფასები, რაც გვაქვს მოცემული, სწორად გადავიტანოთ ხარჯთაღრიცხვაში და სწორი ნორმები მივუსადაგოთ. სწორედ აქ გვაქვს გამოწვევა.
გამომდინარე იქედან, რომ ეს ფასწარმოქმნა ძალიან საჯარო გახდა, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს კორუფციის რისკებს, რამეთუ ბაზარი და ფასი ყველასთვის ერთი არის და ეს აძლევს იგივე შემსყიდველებს გადაწყვეტილების მიღების გაცილებით უკეთეს საშუალებას.
ასევე, ერთი გარემოებაა: ნებისმიერ კონტრაქტს, მოგეხსენებათ, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით, არ აქვს ისეთი წინასწარ განსაზღვრული ყველა დეტალი, რომ მისი სრულად გათვალისწინება შესაძლებელი იყოს და ნებისმიერ პროექტში ცვლილებები ხდება.
შესაბამისად, ჩვენ, სექტორი, ვაფასებთ ეფექტურ ხარჯვას და ეფექტურად მართვას პროექტისას - თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად ხდება ცვლილებების შესრულების პროცესირება და გადახდები. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზომი, არამარტო ამ სექტორში და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გვექნება“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.
სხვა სიახლეები
დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
25.11.2026.14:38
თიბისიმ ცნობილ ქართველ იუთუბერს, Gigi On the Road-ს, შავი პარასკევის ფარგლებში, უჩვეულო და სახალისო გამოწვევა შესთავაზა. მოგზაურობასა და თავგადასავლებთან ასოცირებული გიგი ამჯერად სრულიად განსხვავებულ გამოცდილებაში ჩაერთვება: 24-დან 28 ნოემბრის ჩათვლით, ხუთი დღის განმავლობაში, მისი დროებითი საცხოვრებელი City Mall იქნება.
რა თავგადასავლები ელის გიგის სავაჭრო ცენტრში ცხოვრებისას, როგორ გაუმკლავდება ამ უჩვეულო გამოცდილებას და რა აქტივობებს შემოგვთავაზებს? - ამას City Mall-ში სტუმრობისას ან თიბისისა და Gigi On the Road-ის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით გავიგებთ.
წელს თიბისის Black Friday განსაკუთრებით მასშტაბურია. 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ეტაპობრივად ისარგებლონ თითქმის ყველა კატეგორიის, ჯამში 150-მდე ობიექტში მოქმედი ფასდაკლებებითა და თიბისის დაუჯერებელი შეთავაზებებით.
შეთავაზებები მოიცავს მრავალფეროვან კატეგორიებს: ტექნიკას, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პარფიუმერიას, თავის მოვლის საშუალებებს, აქსესუარებს, სპორტდარბაზებს, სამკაულებსა და საბავშვო მაღაზიებს.
ასევე, თიბისი Black Friday-ისა და Cyber Monday-ის ფარგლებში მრავალფეროვან შეთავაზებებს ამზადებს საერთაშორისო პლატფორმებზე შოპინგისასაც, რომელთა შესახებაც მალე შეიტყობთ. ასე რომ, თვალი ადევნეთ სიახლეებს.
Black Friday შეთავაზებები იმოქმედებს ახალ თიბისი ბარათებზე, კონცეპტ ბარათებზე, ერთგულ საკრედიტო ბარათებზე, მოსწავლის ბარათსა და სამომხმარებლო სესხზე.
შეთავაზებების სანახავად და მათ შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
მოამზადეთ სურვილების სია, ისარგებლეთ თიბისის ყველაზე მასშტაბური Black Friday შეთავაზებებით და მიიღეთ მეტი სარგებელი!