მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7213.3
0.0036
flag
AZN 1.5625
-0.0011
flag
CNY 39.307
0.0008
flag
EUR 3.0848
0.008
flag
GBP 3.5674
0.0016
flag
KZT 54.24
-0.001
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6563
-0.0014
news banner

„შუაგული“ ფართოვდება - ოქტომბრის ბოლოს ორი ახალი სივრცე და მინი გოლფის მოედანი იხსნება

news image
mbc image

საღონისძიებო სივრცე Shuaguli • შუაგული ვითარდება და ფართოვდება, რაც მას საკუთარი მომხმარებლებისთვის მეტი სერვისის შეთავაზების საშუალებას აძლევს. როგორც Business Insider Georgia-სთან VNG GROUP-ის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლანა ბლიაძემ განაცხადა, დღეისათვის „შუაგული“ 7 სივრცისგან შედგება, თუმცა მალე მას ახალი და განსხვავებული სივრცეები დაემატება.

„ჩვენი საღონისძიებო სივრცე მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებს - სტუმრებს, აღნიშნულ სეზონზე, აქვთ არჩევანი კლასიკურ, დახურულ დარბაზებსა და ნახევრად ღია სივრცეებს შორის. “მთავარი დარბაზი” კლასიკური და ელეგანტურია, “გარდენი” გამწვანებული და მყუდრო,  „ლეიქსაიდი“ ნახევრად დახურული სივრცეა აუზთან,  რომელიც აღნიშულ სეზონზე ვიტრაჟულად იხურება და სითბოს ინარჩუნებს,  გვაქვს ასევე საზაფხულო პავილიონები, ასევე პანორამული დარბაზი. საერთო ჯამში, გვაქვს 7 სივრცე, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანზეა მორგებული და თითოეული სტუმარი იპოვის მისთვის სასურველ სივრცეს, ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის.

დაახლოებით ოქტომბრის ბოლოსთვის გვექნება ორი ახალი სივრცის გახსნა - მინი გოლფის მოედანი და ინოვაციური ფოტოსივრცე - „ფოტო ვენიუ“. ეს ნიშნავს, რომ სივრცეში შესვლისთანავე 12 ერთმანეთისგან განსხვავებული გარემო დაგხვდებათ, სადაც ნებისმიერ კუთხეში შეძლებთ ლამაზი და დამამახსოვრებელი ფოტოების გადაღებას. ზოგადად, „შუაგულში“ ფოტოების გადაღების დიდი მოთხოვნაა, აქამდე თუ ღია, ულამაზეს სივრცეს ვთავაზობდით, ახლა სხვადასხვა თემატიკის  ფოტოზონებშიც შეუძლიათ ჩვენს სტუმრებს პოზიორობა, როგორც აღვნიშნეთ, გახსნა დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

გზაშია ასევე ბროწეულების დარბაზი, სადაც ბროწეულების ხეივანი და ულამაზესი გარემო იქნება, მისი გახსნა ოდნავ მოგვიანებით იგეგმება“, — აცხადებს ლანა ბლიაძე.

 „შუაგული“ — ეს არის ამბავი, რომელიც დაიწყო სიყვარულით და თავგადასავლებით.

„მთავარია კარი შეაღოთ და სული შეგეკვრებათ … ზურმუხტისფერი ბალახი და საფირისფერი ცა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და სხვა განზომილებაში გადაჰყავხართ… სივრცე, რომელიც გიცოცხლებთ თბილ ემოციებს, სადაც სიყვარულის სიმფონიას კლასიკა იწყება და თანამედროვეობა ასრულებს.

,,შუაგული” გთავაზობთ სივრცეებს ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი დღისთვის. ჩვენი სივრცეები ერთნაირად მიმზიდველია, როგორც კლასიკური საღამოებისთვის, ასევე მყუდრო ოჯახური და სამეგობრო შეკრებებისთვის, ბავშვებთან ერთად სტუმრობისთვის, გარე ღონისძიებებისა და აუზის თემატიკისთვის. 

  • თბილისიდან სულ რაღაც 15 წუთში, ჩვენ დაგახვედრებთ: 
  • თქვენს სურვილებზე მორგებულ სივრცეებს;
  • უმაღლესი ხარისხის მომსახურებას;
  • ქართულ და ევროპულ გემრიელ კერძებს;
  • ქართულ არომატულ ღვინოს და მსოფლიოს გამორჩეულ კოქტეილებს; 
  • გემოვნებიან მუსიკალურ საღამოებს; 
  • ეკო ზონას ბავშვებისთვის; 
  • 300 მანქანაზე გათვლილ პარკინგს. 

ასეთია ადგილი, სადაც დრო ჩერდება და არსებობს მხოლოდ სიყვარული. 

„შუაგული” – ზღაპრული აღნიშვნის სამყარო“, - აღნიშნულია საღონისძიებო სივრცის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

 

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

16.06.2026.15:11

27 ივნისს, საქართველოში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ეს არის ტურნირი, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და სწორედ, აქ იბადებიან მომავალი ვარსკვლავები.

2017 წლის შემდეგ, საქართველო ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს, ტურნირის წარმატებით ჩატარების შედეგად, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლის ახალი, გაფართოებული ფორმატის, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც საქართველოს ანდო. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს, რაც კონკურენციას ამძაფრებს და შედეგად, ტურნირისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.

ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩებს თბილისი ავჭალის სტადიონი და ქუთაისის აია არენა უმასპინძლებენ; ხოლო ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები მიხეილ მესხის სტადიონი ჩატარდება.      

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი. 

როცა ახალგაზრდა სპორტსმენები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა მხოლოდ ნიჭი, არამედ რწმენაა - საკუთარი თავის, გუნდისა და მომავლის რწმენა. სწორედ, ამიტომ არის თიბისი ქართული რაგბის მხარდამჭერი. გვჯერა, რომ შესაძლებლობების დანახვა და მათი მხარდაჭერა ქმნის გამარჯვების საფუძველს - როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, სადაც თიბისის მოსწავლის ბარათზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს: https://tkt.ge/show/31504/ragbi-u20-msoflio-chempionati  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა