მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„შუმი“ შემოდგომიდან  ზეითუნის ზეთის წარმოებას იწყებს

news image
mbc image

მეღვინეობითა და ტურისტული კომპლექსით ცნობილი კომპანია ,,შუმი“ არაალკოჰოლური მიმართულების გაძლიერებას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანია ზეითუნის ზეთის წარმოების პროექტზე მუშაობს. პირველი პარტია შემოდგომაზე უკვე მზად იქნება, რაზეც Business Insider Georgia- თან ,,შუმის“ დამფუძნებელმა კაკო ცოფურაშვილმა ისაუბრა.
„არაალკოჰოლური წვნები და ჩურჩხელა გვაქვს, რომელიც წინანდალში იყიდება. გვინდა, ეს მიმართულება უფრო გავაძლიეროთ. ჩვენ  ზეითუნის საკუთარი პლანტაცია გვაქვს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ზეთის წარმოება დავიწყოთ.  საუბარია მცირე საცდელ პარტიაზე, რომელსაც შემოდგომაზე გადავამუშავებთ.   ჯერჯერობით  დიდი სარეალიზაციო სივრცე  არ გვექნება. პროდუქტით ,,შუმის“ ტურისტული კომპლექსი მომარაგდება, ჩვენს მიერ წარმოებულ  ზეთს  მოვიხმართ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. ვფიქრობ, რომ ქართული ზეთისხილი მაღალი ხარისხისა და დაბალი მჟავიანობის გამო, განსაკუთრებულად მიმზიდველი პროდუქტია, რომელსაც საქართველოსა  და გლობალურ ბაზრებზეც დიდი პოტენციალი გააჩნია“, - ამბობს კაკო ცოფურაშვილი.
მისი ინფორმაციით, ახალი ზეითუნის ზეთი ,,შუმის“ სახელწოდებით გამოვა. 
როგორც ცნობილია, კომპანია მომხმარებელს ალკოჰოლური და უალკოჰოლო პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. მათ შორის რამდენიმე ისეთს, რომელიც  პატენტით დაცულ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და ანალოგი არ მოეპოვებათ მთელ მსოფლიოში, ასეთებია: „გენეზისი“, „ლაზარე“, „შობილი“,  ჩურჩხელა „წინანდალი“, ნაყინი „ზიგუ“ და სხვა. 
ღვინის კომპანია „შუმიმ“ საქმიანობა 1997 წელს, ვენახების გაშენებით დაიწყო და ბაზარზე უნიკალური ღვინოების მწარმოებელია.
კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა