მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

SHUMI Winery WIT 2026 Bordeaux-ზე საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად შეირჩა

news image
mbc image

საქართველო საერთაშორისო ღვინის ღონისძიებაზე WIT 2026 Bordeaux-ზე SHUMI Winery-ის მიერ იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება 7 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის კულტურის ცენტრში La Cité du Vin-ში გაიმართება. SHUMI Winery-ის Salome 2020 რვა ქვეყნის, რვა შერჩეულ ღვინოს შორის მოხვდა და ღონისძიებაზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იქნება.

WIT (Wineand International Tasting) Wine-and.com-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო ნახევრად ბრმა დეგუსტაციისა და მასტერკლასის ფორმატია, რომლის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ღვინის კულტურებისა და სხვადასხვა ადგილწარმოშობის ღვინოების ერთ სივრცეში წარმოჩენაა. ღონისძიების მონაწილეებმა იციან, თუ რომელი ღვინოებია შერჩეული, თუმცა არ იციან მათი მიწოდების თანმიმდევრობა, რაც დეგუსტაციის პროცესში ეტიკეტის, ქვეყნისა და მწარმოებლის რეპუტაციის გავლენას ამცირებს.

WIT-ის პირველი ღონისძიება 2023 წელს ბორდოში, La Cité du Vin-ში გაიმართა. 2024 წელს ღონისძიებას პორტომ, 2025 წელს კი ესპანეთის Penedès-ის რეგიონმა უმასპინძლა. 2026 წელს WIT ბორდოს უბრუნდება - ქალაქს, სადაც პროექტი შეიქმნა და პირველი ღონისძიება გაიმართა.

WIT 2026-ზე წარმოდგენილი იქნება რვა ქვეყნის პრემიუმ კლასის წითელი ღვინო:

• ბრაზილია - Pizzato, DNA99 2020
• ჩილე - Clos Apalta 2019
• საქართველო - SHUMI Winery, Salome 2020
• იტალია - Castello di Meleto, Parabuio 2019
• კოსოვო - Labi Wine, Grand Rahova Reserve 2019
• ლიბანი - Château Kefraya, Comte de M 2020
• ესპანეთი - Perinet Winery, Perinet 2017
• აშშ - L'Aventure, Estate Cuvée 2020

ღონისძიებას დაახლოებით 40 მონაწილე დაესწრება, მათ შორის სომელიეები, ღვინის სფეროს პროფესიონალები, ჟურნალისტები, კოლექციონერები და გამოცდილი ღვინის მოყვარულები. დეგუსტაციასა და მასტერკლასს Mattia Antonio Cianca, იტალიის საუკეთესო სომელიე 2019 და ავსტრალიის საუკეთესო სომელიე 2017, გაუძღვება.

რატომ შეირჩა SHUMI Winery?

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ტიაგო კოელის განცხადებით:

„WIT-ის შერჩევა ეფუძნება ღვინოებს, რომლებიც ასახავს მათი წარმოშობის ქვეყნის ხარისხსა და იდენტობას და ამავდროულად ხელს უწყობს საერთაშორისო მონაწილეების მრავალფეროვნებას. ღვინის ისტორიაში საქართველოს უნიკალური ადგილისა და მეღვინეობის გამორჩეული ტრადიციის გათვალისწინებით საქართველოს მონაწილეობა 2026 წლის ღონისძიებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქართველოს წარმომადგენლად SHUMI Winery-ის Salome 2020 შეირჩა. ღონისძიების ორგანიზატორების შეფასებით, ქართული ღვინის წარმოდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს უნიკალური ღვინის ისტორიისა და კულტურის გამო.

SHUMI Winery-ის მონაწილეობა საერთაშორისო ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის ქართული ღვინის მრავალფეროვნებისა და ხარისხის გაცნობის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება. ქართული ღვინო WIT 2026-ზე იტალიის, აშშ-ის, ლიბანის, ესპანეთის, ბრაზილიის, ჩილესა და კოსოვოს წარმომადგენელ ღვინოებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

WIT-ის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანი არ არის „საუკეთესო ღვინის“ გამოვლენა. მთავარი იდეა განსხვავებული ღვინის კულტურებისა და სხვადასხვა ადგილწარმოშობის ღვინოების ერთ სივრცეში გაერთიანებაა, სადაც სტუმრებს მათი უშუალოდ აღმოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ.

Wine-and.com-ის შესახებ

Wine-and.com  დამოუკიდებელი საერთაშორისო ღვინის პლატფორმაა, რომელიც ღვინის აღმოჩენაზე, განათლებასა და დეგუსტაციის გამოცდილებებზეა ორიენტირებული. პროექტი ბორდოში შეიქმნა და WIT-ის ფარგლებში გამოყენებული ციფრული ნახევრად ბრმა დეგუსტაციის სისტემაც მისმა გუნდმა შეიმუშავა.

WIT Wine-and.com-ის ფიზიკური დეგუსტაციის ფორმატია, რომელიც ციფრულ პლატფორმას რეალურ ღვინის გამოცდილებასთან აკავშირებს და სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, ღვინის კულტურებსა და მონაწილეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა