„შუმის“ ღვინოები 33 ქვეყანაში იყიდება, ნორვეგიისა და ბრაზილიის ბაზრებზე ვცდილობთ შესვლას - კომპანიის დირექტორი
ჩვენი პროდუქცია მეტ-ნაკლები წარმატებითა და რაოდენობებით მსოფლიოს 33 ქვეყანაში გაგვაქვს. 2023 წელს ავითვისეთ რამდენიმე ახალი ბაზარი - ტაილანდი, ტაივანი, ისლანდია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მეღვინეობა „შუმის“ გენერალურმა დირექტორმა აკაკი ცოფურაშვილმა განუცხადა.
მეღვინეობა „შუმი“ 2024 წელს საექსპორტო არეალის გაფართოებისთვის ემზადება და შეცდება ღვინო ნორვეგიასა და ბრაზილიაშიც გაიტანოს.
„წელსაც გვინდა ჩვენი საექსპორტო არეალის გაფართოება და ბაზრის დივერსიფიკაცია. რამდენიმე სამიზნე ქვეყანა შევარჩიეთ - ნორვეგია, ბრაზილია. 1-დან 1,5 მილიონ ბოთლამდე ვაწარმოებთ. ჩვენს გაყიდვებში 15% უკავია ადგილობრივ ბაზარს,“- ამბობს დირექტორმა აკაკი ცოფურაშვილი.
მისივე თქმით, „შუმი“ აქტიურად აწვდის პროდუქციას აშშ-ს, კანადის და ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებს. „ვცდილობთ დივერსიფიკაციას, რომ ერთ ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებული“,- ამბობს მეწარმე.
მეღვინეობა „შუმი“ რუსეთშიც ახორციელებს ექსპორტს. თუმცა ეს კომპანიის მთავარი სამიზნე ბაზარი არ არის. გააქვთ პროდუქცია პრემიუმ სეგმენტში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქ მიზანი არ არის მხოლოდ გაყიდვები, არამედ მთავარია ხარისხის შენარჩუნება.
„შუმი“ აწარმოებს თეთრ მშრალ, წითელ მშრალ და ასევე ნახევრად ტკბილ ღვინოებს, კახურ ჭაჭას, ბრენდს, რამდენიმე ექსკლუზიურ ღვინოს.
„გვაქვს სხვადასხვა, შედარებით დემოკრატიული და პრემიალური ხაზი და 60-ზე მეტი დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ“, - ამბობს აკაკი ცოფურაშვილი.
მეღვინეობა „შუმში“ დასაქმებულია 100 ადამიანი. კომპანია ვენახებს წინანდალში ფლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.