მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

„შვანრე“ ნიშური მაღაზიების გახსნას და წარმოების გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

კოოპერატივი „დმ-ანსი“ და მის ფარგლებში მოქმედი რძის პროდუქტების საწარმო „შვანრე“ 2021 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ქართული ყველის, მათ შორის ტრადიციული და იშვიათი სახეობების წარმოებაზეა ორიენტირებული. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კოოპერატივი "დმ-ანსის" თავჯდომარესა და კომპანიის დირექტორს ნონა ანსიანს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კოოპერატივი „დმ-ანსი" და მის ფარგლებში მოქმედი რძის პროდუქტების საწარმო „შვანრე" 2021 წელს დაარსდა. დღეს კოოპერატივი 13 მეპაიე წევრს აერთიანებს და მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება მაღალი ხარისხის ქართული რძის პროდუქტების წარმოებაა.

საწარმო ყოველდღიურად დაახლოებით 2 ტონა ნედლ რძეს ამუშავებს. ჩვენი მთავარი პროდუქტი ქართული ყველის სახეობებია, მათ შორის - ტრადიციული და შედარებით იშვიათი სახეობები, რომლებიც განსაკუთრებულ გემოსა და დამზადების ტრადიციას ინარჩუნებს.

„შვანრეს" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება მთის რეგიონში - დმანისში წარმოებული განსაკუთრებული ხარისხის ნედლი რძის გამოყენებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ავთენტური და თავისი წარმოშობისა და ტრადიციის მატარებელი.

როგორ არჩევთ ინგრედიენტებს და რა მნიშვნელობას ანიჭებთ პროდუქციის ხარისხსა და მომზადების პროცესს?

ჩვენთვის ხარისხი ნედლეულიდან იწყება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ რძის ხარისხს, მის წარმომავლობასა და წარმოების პროცესის თითოეულ ეტაპს.
ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ქართული ყველის დამზადების ტრადიციული მიდგომები და, ამავდროულად, უზრუნველვყოთ თანამედროვე წარმოებისთვის აუცილებელი ხარისხის სტანდარტები.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა თითოეულ პროდუქტში იგრძნოს ბუნებრივი გემო, ხარისხი და ის უნიკალურობა, რაც ქართულ ყველს გამოარჩევს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის პროდუქციის ხარისხი მხოლოდ საბოლოო შედეგი არ არის - ეს მთელი პროცესისადმი დამოკიდებულებაა.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობებია ხარისხი, ნედლეულის განსაკუთრებული წარმომავლობა და ქართული ყველის იშვიათი სახეობების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

ბაზარზე ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ კიდევ ერთი ყველის მწარმოებელი კომპანია ვიყოთ, არამედ მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც საკუთარი ისტორია, ტრადიცია და გამორჩეული გემო აქვს.

ვფიქრობთ, სწორედ ეს კომბინაცია - ხარისხიანი მთის რძე, ქართული ტრადიციები და იშვიათი ყველის სახეობები - ქმნის „შვანრეს" განსაკუთრებულობას.

რა გეგმები გაქვთ განვითარებასთან, ასორტიმენტის გაფართოებასთან ან ახალი ლოკაციების დამატებასთან დაკავშირებით?

ჩვენი განვითარების მთავარი მიმართულება „შვანრეს" კიდევ უფრო გაძლიერება და მომხმარებლამდე უშუალოდ მიტანაა.

სამომავლოდ ვგეგმავთ „შვანრეს" ნიშური მაღაზიების გახსნას, სადაც მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის სრულ ასორტიმენტთან ერთად ქართული ყველის კულტურისა და ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობაც ექნება.

გვინდა, „შვანრე" მხოლოდ პროდუქტის სახელად არ დარჩეს - გვინდა, ის ასოცირდებოდეს ხარისხთან, ქართულ ტრადიციასთან და იმ განსაკუთრებულ გემოსთან, რომელსაც მთის ნედლი რძე და ქართული ყველის მრავალფეროვნება ქმნის.

ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად გავზარდოთ წარმოება, გავაფართოოთ ასორტიმენტი და „შვანრეს" პროდუქცია კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს გავაცნოთ როგორც საქართველოში, ისე მომავალში - მის ფარგლებს გარეთ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „შვანრე“ ნიშური მაღაზიების გახსნას და წარმოების გაფართოებას გეგმავს

14.10.2026.10:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა