შვეიცარიის წამყვანმა ინსტიტუტმა, IMD თიბისის წარმატებაზე case study გამოაქვეყნა
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა, დეტალურადაა განხილული, როგორ გარდაიქმნა თიბისი, ადგილობრივი ბანკიდან, რეგიონში, ფინანსური სერვისების მომწოდებელ ლიდერ კომპანიად.
IMD უკვე 50 წელზე მეტია, სხვადასხვა ცნობილი, საერთაშორისო ბრენდის შესახებ აქვეყნებს casy study-ს. ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი, ინოვაციური და მაღალი ხარისხის ანალიტიკური ინფორმაცია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ უნივერსიტეტში ასწავლიან. წლების განმავლობაში, IMD-ის case study ისეთ კომპანიებსა და ბრენდებზე აქვს გამოქვეყნებული, როგორებიცაა: Apple, Amazon, Mastercard, ING, GE, Philips, adidas და სხვა, რისთვისაც შვეიცარიულ ინსტიტუტს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.
IMD-ის მიერ თიბისის წარმატებაზე გამოქვეყნებულ case study-ში აღწერილია კომპანიის წარმატება ჯერ, ადგილობრივ ბაზარზე, საქართველოში და შემდეგ უკვე, საერთაშორისო მასშტაბით, უზბეკეთში, სადაც წამყვანი ციფრული საბანკო ეკოსისტემა შექმნა. Case study-ში ასევე, განხილულია თიბისის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგია და ის რეკორდული შედეგი, რასაც ბანკმა უზბეკეთში, რამდენიმე წელიწადში მიაღწია. თიბისი ამ დროისთვის, უზბეკეთში, 18 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც მოსახლეობის თითქმის ნახევარია და ეს შედეგი წლიდან წლამდე იზრდება.
„მოხარული ვართ, რომ IMD-მ თიბისის მიმართ ინტერესი გამოიჩინა და დეტალური კვლევა მოამზადა კომპანიის განვლილ გზაზე, ადგილობრივი ქართული ბანკიდან ლიდერ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტამდე. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და ვრჩებით ჩვენი სტრატეგიის ერთგულნი - მუდმივად ვეძებთ ზრდისთვის ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის საინტერესო ბაზრის ათვისების მიმართულებით. თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიაა და იმედი მაქვს, ჩვენი ისტორია IMD-ის სტუდენტებისთვის ინსპირაციად იქცევა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
IMD-ის მიერ თიბისის წარმატების შესახებ გამოქვეყნებული case study ინსტიტუტის ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია: IMD case study about TBC
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.