მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლას განსაკუთრებული სტუმარი - საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმის (IPC) ხელმძღვანელი, Jacqueline Harmer ეწვევა

news image
mbc image
შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლას განსაკუთრებული სტუმარი - საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმის (IPC) ხელმძღვანელი, Jacqueline Harmer ეწვევა, რომლის შესახებაც Swiss International School In Tbilisi აცხადებს. 
 
,,მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლას განსაკუთრებული სტუმარი - საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმის (IPC) ხელმძღვანელი, Jacqueline Harmer ეწვევა!
 
ვიზიტის ფარგლებში, IPC-ის ხელმძღვანელი შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის პედაგოგებისთვის სპეციალურ ტრენინგებს ჩაატარებს და ხელს შეუწყობს ჩვენი წამყვანი კურიკულუმის დანერგვას.
 
ჟაკლინ ჰარმერი გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში გამორჩეული ფიგურაა და მისი ვიზიტი სკოლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. მას ზურგს უმაგრებს განათლების სფეროში მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება, საიდანაც 20 წელი საერთაშორისო პრაქტიკას და 10 წელი წამყვან მენეჯერულ და ლიდერულ პოზიციებს უკავშირდება", - აცხადებენ Swiss International School In Tbilisi. 
 
ცნობისთვის, ინდივიდუალური კონსულტაციები I-VI კლასის მშობლებისთვის დაიწყო.
დაგვიკავშირდით: +995 511 16 39 95; +995 511 252 995
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სტიპენდიით?

05.11.2026.14:39

ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად ცვლის სამუშაო პროცესებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა პროფესიისთვის. მისი სწორად მოხმარების ცოდნა კი მნიშვნელოვანი უნარია როგორც ტექნოლოგიურ, ისე სხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვის.

სწორედ ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, გოგოებისა და ქალებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მათთვის საინტერესო კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.

რომელ აკადემიებში შეგიძლია შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი?

პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსი 6 პარტნიორი აკადემიიდან:

• Smart Academy - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში;

• Tbilisi School of Communication - ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, AI Agents & Automations, AI ბიზნესის განვითარებაში;

• Academy of Digital Industry - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი, AI ChatBots;

• AgileSchool - AI Automation;

• Skillwill - ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის;

• ScaleUp - ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება;

• IT აკადემია STEP - AI ინჟინერია Python;

• დიზაინ ინსტიტუტი - სამუშაო პროცესების დიზაინი AI-ს გამოყენებით;

• ელექტრონული აკადემია - ხელოვნური ინტელექტი AI.

კურსები მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას, ავტომატიზაციას, მონაცემთა მეცნიერებასა და ბიზნესპროცესებში AI ინსტრუმენტების ინტეგრაციას.

როგორ შეგიძლია მიიღო AI სტიპენდია?

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გოგოსა და ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.
სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

1. ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;

2. აპლიკაციების გადარჩევა;

3. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

AI სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა