შვეიცარიული ყველი კარგად ერგება ჩვენს კლიმატსა და პირობებს, რის გამოც მისი წარმოების პოტენციალი დიდია - ,,ნიკალა"
სამეგრელო ზემო სვანეთში, მესტიიდან 9 კილომეტრში, ლატალის თემში, რომელიც 10 სოფელს აერთიანებს, მდებარეობს ეკო- გესთჰაუზი და ყველის საწარმო „ნიკალა“.
ეს ადგილი იმითაა გამორჩეული, რომ აქ სტუმრებს საწარმოს მიერ მოყვანილი ნედლეულით დამზადებული კერძებითა და პროდუქტებით მასპინძლობენ. „ნიკალას“ ყველის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სტუმრებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
თუკი საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში ყველის წარმოება მხოლოდ იმერულის, სულგუნისა და გუდის ყველის დამზადებით შემოიფარგლება, ,,ნიკალას" დამფუძნებელი ომარ ნანსკანი თავისი წარმოებით საპირისპიროს ამტკიცებს ეს ასე ნამდვილად არ არის და გვეუბნება, რომ ტრადიციული ყველის გვერდით აწარმოებს შვეიცარიულ პროდუქციას, რომელიც ქართული კლიმატს და გარემოს შესანიშნავად ერგება.
,,ყველის ქართულ სახეობებთან ერთად, ჩვენი საწარმო შვეიცარიულ ყველსაც აწარმოებს. შვეიცარიული ტექნოლოგიით ყველის წარმოება, თავად შვეიცარიელმა კოლეგებმა შეგვასწავლეს ჯერ კიდევ 2012 წელს და აქედან იწყება ჩვენი წარმოების ისტორიაც. ეს ყველი ძალიან კარგად ერგება ჩვენს კლიმატს და პირობებს. შვეიცარიაში არის ალპური კლიმატი, შესაბამისად, ქართულ სიცივეებს ამ ტექნოლოგიით დამზადებული ყველი ადვილად ეგუება. შვეიცარიელმა კოლეგებმა ყველის დამზადების სხვადასხვა ნიუანსი მაღალ დონეზე შეგვასწავლეს. გვაქვს ფერმა, სადაც 25 ძროხა გვყავს, ნედლეული ჯერჯერობით არ გვაძლევს შესაძლებლობას, წარმოება გავზარდოთ, რა შეკვეთებსაც ვიღებთ, იმის მიხედვით ვაწარმოებთ ყველს - იქნება ეს შვეიცარიული, კაჩოტა, სულუგუნი თუ ჩვეულებრივი ჭყინტი ყველი, რომელიც ყოველდღიურად აქტიური მოთხოვნაა", - ამბობს ომარ ნანსკანი Business Insider Georgia- თან.
როგორც მეწარმე აღნიშნავს, შვეიცარიული ყველი მაღალ სეგმენტზეა გათვლილი და 1 კგ. პროდუქტის საბითუმო ღირებულება 70 ლარია. რაც შეეხება კაჩოტას, 80 ლარი ღირს, თუმცა დახლებზე მისი ფასი 100 ლარის ფარგლებშია.
წარმოების მთავარ პრობლემად ომარ ნანსკანი ნედლეულის სიმცირეს მიიჩნევს და ამბობს, რომ შვეიცარიული ყველის წარმოებაში რეალურად დიდი პოტენციალი არსებობს, რაც სათანადოდ არ არის გამოყენებული.
ცნობისთვის, ,,ნიკალა" პროექტ ,,ყველის გზის" მონაწილეა. პროექტი მიზნად ისახავს, ყველის წარმოებამ ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ქართული სასურსათო პროდუქტის წარმოებაში, როგორც ეს თავის დროზე ქართულმა ღვინომ შეძლო.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.