სიახლე ჩვენიანებს - იპოთეკური სესხის განსაკუთრებული პირობები იმ მომხმარებლებს, რომლებიც უძრავ ქონებას პირველად შეიძენენ
#ჩვენიანის ფარგლებში, ლიბერთი განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს ახალგაზრდებს, რომლებიც პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას, ხოლო სახელფასო და არასახელფასო მომხმარებლებს, სამომხმარებლო ტიპის კრედიტებზე სწრაფი მომსახურება და კონკურენტული ფასები დახვდებათ.
ლიბერთის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანი საზოგადოებას სხვადასხვა სიახლეებთან ერთად, ეტაპობრივად, ახალ პროდუქტებს და შეთავაზებებს წარუდგენს.
„ დეკემბრიდან, კამპანია #ჩვენიანის ფარგლებში, ლიბერთიში, იპოთეკური სესხი განსაკუთრებული პირობებით გაიცემა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ახლა იწყებენ და პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას“, - აცხადებს დავით სულუაშვილი, ლიბერთის საცალო სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მისი განმარტებით, ლიბერთის მომხმარებლებისთვის იქმნება ახალი პროდუქტები, დანერგილია მომსახურების პერსონალიზაციის ახალი მოდელი, იხვეწება მომსახურების ხარისხი და მარტივდება პროცესები. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკით, რომელიც ძალიან მოსახერხებელი და მარტივად გამოყენებადია.
„პროფესიონალებით გაძლიერებულმა ლიბერთის გუნდმა საცალო საბანკო მიმართულებით აქტიური მუშაობა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო და დღეს უკვე მზად ვართ, საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი ახალი შესაძლებლობები. კამპანია #ჩვენიანის ფარგლებში მომხმარებელს შევთავაზებთ კონკრეტულ პროდუქტებს როგორც საკრედიტო, ისე საოპერაციო მიმართულებით, როგორიცაა დეპოზიტები, გზავნილები, კონვერტაციები.“ - აღნიშნავს დავით სულუაშვილი.
ლიბერთის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანი მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდება და ბანკი მომხმარებელს სიახლეებს, სხვადასხვა კონტენტით, ეტაპობრივად წარუდგენს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.