სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
თიბისიმ, მცირე და საშუალო ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი დანერგა.
ტენდერში მონაწილე კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის.
პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. კომპანია განაცხადს თიბისის მობაილბანკში ავსებს. ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება, განაცხადის დაფიქსირებიდან 30 წუთშია შესაძლებელი.
თიბისის მობაილბანკიდან ელექტრონული სატენდერო გარანტიის მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარს შეადგენს. ახალი ფუნქციონალი ბიზნესს, დროსთან ერთად, ფულად რესურსსაც უზოგავს. ციფრულად გარანტიის მიღება კომპანიებს განახევრებული ტარიფით და 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ.
განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს:
https://tbc-business.onelink.me/Ierb/ElGuaranteeProcess-sms
სხვა სიახლეები
Kursi.ge Business-მა 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელს გალა ღონისძიებაზე უმასპინძლა
18.11.2026.11:08
12 ნოემბერს, სასტუმრო Pullman-ში, Kursi.ge Business-ის ორგანიზებით ბიზნესგალა ღონისძიება გაიმართა, რომელმაც 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი გააერთიანა. საღამოს მთავარი თემა ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები, სამომავლო პერსპექტივები და ქართული ბიზნესისთვის ჩინურ იუანში ანგარიშსწორების შესაძლებლობები იყო.
ღონისძიება Kursi.ge-ს ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრების სერიის ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარდა. მისი მიზანი ბიზნესსექტორთან ურთიერთობების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების განხილვა იყო.
გალა საღამო Kursi.ge-ს დამფუძნებელმა, ნინო კუპრაშვილმა გახსნა, რომლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კურსი.ჯის დამფუძნებელმა გიორგი აგლაძემ კომპანიის გასული წლის შედეგები შეაჯამა, მნიშვნელოვანი მიღწევები გაუზიარა სტუმრებს და სამომავლო განვითარების ხედვა წარადგინა.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩინური იუანის (CNY) გამოყენება იყო. Kursi.ge-მ საკუთარ პლატფორმაზე ჩინური იუანის კონვერტაციის შესაძლებლობა დაამატა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინელ პარტნიორებთან თანამშრომლობენ და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებენ.
პრეზენტაციის ფარგლებში ჩინურ იუანში ანგარიშსწორების უპირატესობები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. ყურადღება გამახვილდა კონვერტაციის ხარჯების შემცირებაზე, სავალუტო ოპერაციების ოპტიმიზაციასა და იმ ფინანსურ შესაძლებლობებზე, რომლებსაც იუანის გამოყენება ქართულ ბიზნესს სთავაზობს.
საღამოს ცენტრალური ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას თემაზე — „ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა და პერსპექტივები“.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
• გიორგი ვეკუა — საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე;
• მარიკა გაბუნია — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
• ნინო მამისაშვილი - თეგეტა ჰოლდინგის, CFO
• შოთა ჯაფარიძე — სს საქართველოს სათბურის კორპორაცია (გენერალური დირექტორი).
დისკუსიას მოდერაციას უწევდა ქეთევან მეფარიშვილი, Kursi.ge-ს მმართველი პარტნიორი.
პანელის ფარგლებში განხილული იყო საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობა ქართული კომპანიებისთვის, საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.
დისკუსიამ გააერთიანა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ხედვები ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართული ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავაჭრო პროცესების გამარტივების, ფინანსური ეფექტიანობის ზრდისა და ჩინელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპეციალური გათამაშებაც, რომლის მთავარი პრიზი ორი ადამიანისთვის შანხაიში მოგზაურობა იყო.
გალა საღამო ფურშეტითა და არაფორმალური კომუნიკაციით დასრულდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, დაემყარებინათ ახალი ბიზნესკავშირები და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
Kursi.ge Business-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ბიზნესსაზოგადოებასთან მჭიდრო პარტნიორობის გაღრმავებისა და ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო სავაჭრო შესაძლებლობების ხელშეწყობის მიმართულებით.
Kursi.ge-ს შესახებ
Kursi.ge საქართველოში მოქმედი ონლაინ სავალუტო პლატფორმაა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს ვალუტის სწრაფად, მარტივად და კონკურენტული კურსით კონვერტაციის შესაძლებლობას სთავაზობს.
პლატფორმას 200 000-ზე მეტი მომხმარებელი და 6 000-ზე მეტი ბიზნესკლიენტი ჰყავს. კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კონვერტაციების ჯამური მოცულობა 9 მილიარდ ლარს აღემატება.
Kursi.ge Business ბიზნესმომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ სავალუტო პირობებსა და პერსონალურ მომსახურებას, რაც კომპანიებს სავალუტო ოპერაციების ხარჯების შემცირებასა და ფინანსური პროცესების ეფექტიან მართვაში ეხმარება.