მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სიხშირული რესურსი, რომელიც “სელფი მობაილმა” 5G-ის დასანერგად გამოიყენა, შეესაბამება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სტანდარტს - ეკატერინე იმედაძე

news image
mbc image

“სელფი მობაილმა” 5G ინტერნეტი საქართველოში დანერგა. მეხუთე თაობის ინტერნეტი სეზონის დადგომასთან ერთად, თავდაპირველად ბაკურიანსა და გუდაურში, ასევე თბილისში - დიდუბესა და დიდ დიღომში იქნება ხელმისაწვდომი. 5G-ის გაშვების ღონისძიება სიტყვით ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ გახსნა და კომპანიას აღნიშნული სიახლე მიულოცა: “მინდა მივულოცო სელფი მობაილს 5G ინტერნეტის გაშვება საქართველოში, ასევე იმ აბონენტებს, რომლებიც ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ისტორიული ეტაპის დასაწყისია, რადგან ის სიხშირული რესურსი, რომელიც აგვისტოში ComCom-მა აუქციონის სახით გასცა და რომელიც “სელფი მობაილმა” 5G-ის დასანერგად გამოიყენა - შეესაბამება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სტანდარტს და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც 5G ქსელისთვისაა საჭირო. ამ სიახლით ჩვენ დავდგებით ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მსოფლიოს სხვა ტექნოლოგიურად მოწინავე სახელმწიფოებია.”- განაცხადა ComCom-ის წევრმა და ოპერატორს წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს კომუნიკაციების კომისიამ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად ოპერატორებისთვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ “სელფი მობაილმა” მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ComCom-მა სხვა ოპერატორების მიერ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები, თითქმის სრულად გაითვალისწინა. აუქციონის ფარგლებში, “სელფი მობაილმა” აიღო ვალდებულება ქვეყნის მასშტაბით ხარისხიანი და სრულფასოვანი 5G ინტერნეტი დაენერგა, შესაბამისად, “სელფი მობაილი” ერთადერთი ოპერატორია საქართველოში, რომელიც 5G ინტერნეტის დანერგვისთვის შესაბამის ლიცენზიას ფლობს.

5G - ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც მანამდე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს,  შეამცირებს დაყოვნებას  და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა