მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„სილქ ჰოსფითალითის“ ახალი კომერციული დირექტორი ჰყავს

news image
mbc image

„სილქ ჰოსფითალითის“ ახალი კომერციული დირექტორი ჰყავს. ამიერიდან სასტუმროების კომერციულ მიმართულებას, რომელიც გაყიდვების, მარკეტინგისა და შემოსავლების დეპარტამენტებსა და ლოიალობის პროგრამას აერთიანებს, კენტ კუპერი უხელმძღვანელებს. სტუმარმასპინძლობისა და გართობის ინდუსტრიაში 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კენტ კუპერი მზადაა, თავისი ცოდნა და გამოცდილება „სილქ ჰოსფითალითის“ მოახმაროს.
კენტ კუპერის მოგზაურობა სტუმარმასპინძლობის სფეროში საოპერაციო, სარესტორნო და გაყიდვების პოზიციებით დაიწყო ისეთ სასტუმროებში, როგორებიცაა: Hyatt, Hilton და Fairmont Hotels. ახლო აღმოსავლეთში გადასვლისას, მან წამყვანი როლი ითამაშა The Fairmont Dubai-ის გახსნაში, რომელიც იყო Fairmont-ის პირველი სასტუმრო ჩრდილოეთ ამერიკის საზღვრებს გარეთ. კენტის კარიერა ბრენდთან ერთად გაიზარდა: მან გახსნა 19 სასტუმრო MEAI რეგიონში (ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, ინდოეთი) FRHI ჯგუფისთვის (Fairmont, Raffles, Swissotel), როგორც რეგიონის გაყიდვებისა და მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა.
კენტის შემოქმედება უკავშირდება კომერციული ოპერაციების მაქსიმიზაციას სტუმარმასპინძლობისა და გართობის სექტორის როგორც ახალი, ისე უკვე არსებული ობიექტებისთვის. 19 სასტუმროსთან ერთად, კენტმა ასევე გახსნა La Perle (Dragone)- დუბაის ვეგასის სტილის აკვა-შოუ და დუბაის უახლესი საკულტო ღირსშესანიშნაობა - მომავლის მუზეუმი (The Museum of The Future).
კომერციული დირექტორის პოზიციით, კენტ კუპერი სათავეში ჩაუდგება „სილქ ჰოსფითალითის“ კომერციულ მიმართულებას, რათა გაზარდოს კომპანია და მისი ხილვადობა ბაზარზე როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მისი პასუხისმგებლობა მოიცავს ასევე კომპანიის ახალი ლოიალობის აპლიკაციის - Silk Rewards-ის მართვას, რომელიც პირველი ქართული ლოიალობის პროგრამაა სტუმარმასპინძლობის სფეროში.

„მოხარული ვარ, რომ ვხდები „სილქ ჰოსფითალითის“ წევრი და ვუერთდები ასეთ გამოცდილ გუნდს კომპანიისა და საქართველოს მნიშვნელოვნად ზრდის პერიოდში“, - აცხადებენ კომპანიაში.
სილქ ჰოსფითალითის შესახებ:
„სილქ ჰოსფითალითი“ სტუმარმასპინძლობის სფეროს წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს 20-მდე ობიექტს, მათ შორის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდების ოთხ სასტუმროს თბილისში, ბათუმსა და კახეთში. კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებაში საქართველოსა და რეგიონში.

„სილქ ჰოსფითალითის გუნდში მოხარულებით ვართ, რომ კენტ კუპერი ბრენდისთვის მნიშვნელოვან პერიოდში შემოგვიერთდა- იმ დროს, როდესაც ბევრ ახალ, დიდ პროექტზე ვიწყებთ მუშაობას. ამიერიდან კომპანიის ყველა პროექტის კომერციულ ზრდაზე სწორედ კენტი იზრუნებს.“ იორდი ქუითი - სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა