მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სილქ როუდ ჯგუფი საქართველოში კინოპროექტების შემოტანას გეგმავს

news image
mbc image

სილქ როუდ ჯგუფმა, ამერიკულმა კინოსტუდიამ WonderHill Studios და ამერიკულმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიამ Eternal Sources Tech Partners, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოში ერთობლივი საწარმოს - WonderSilk Studios (WSS) - დაარსების შესახებ, რომელიც კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს.

ქართველ და ამერიკელ პარტნიორებს შორის ხელმოწერის ცერემონია და პრესკონფერენცია წინანდლის მამულში გაიმართა.

აღნიშნული პარტნიორობის მიზანია შესთავაზოს ჰოლივუდის სტუდიებსა და დამოუკიდებელ პროდიუსერებს ადგილობრივი სივრცეების, საგადასახადო შეღავათების, პერსონალის და სხვა ადგილობრივი რესურსის გამოყენების მკაფიო და მოწესრიგებული სქემა. 2023-2024 წლის განმავლობაში ერთობლივი საწარმო WSS გეგმავს საქართველოსა და ყაზახეთში 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კინოპროექტების შემოტანას.
კინოფილმებისა და სატელევიზიო სერიების წარმოების, ადგილობრივი კონტენტის შექმნისა და გართობის დაფინანსების ინოვაციური სქემის გამოყენებით WSS უზრუნველჰყოფს ფილმის წარმოების პროცესის დაჩქარებას და ასევე, შესაძლებლობებს საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის ტურიზმის სწრაფი ზრდის, მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნის, ახალი საგადასახადო შემოსავლებისა და ფართო გლობალური ხილვადობის თვალსაზრისით.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ისტორიული მომენტი წინანდლის მამულში ხდება. ადგილი, საიდანაც ყოველთვის ჟღერდებოდა ძლიერი კულტურული, საგანმანათლებლო და პროგრესული მესიჯები. დღეიდან ჩვენ ვხდებით, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდიის პარტნიორები. ეს ფაქტობრივად უკვე ჰოლივუდის კინოს ჰგავს, ჰოლივუდურ ისტორიას. აქ გადაიღებენ ამერიკულ-ქართულ ფილმებს. ეს ნიშნავს, რომ დასაქმდებიან ქართველი მსახიობები, კინოინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიონალები. ეს იქნება ტურიზმისთვის ძალიან დიდი ბიძგი. ეკონომიკური ეფექტის გარდა, ამ ამბავს კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ჰოლივუდის საქართველოში შემოსვლა ეს არის ჩვენი ამერიკასთან კიდევ უფრო დაახლოება“, - გიორგი რამიშვილი - სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი
„კინოინდუსტრია ის დარგია, სადაც წარმატების საუკეთესო მოდელი დამყარებულია საჯარო - კერძო პარტნიორობაზე. ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, წამყვანი ქართული და ამერიკული კომპანიების, მეორე მხრივ კი ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა ამ პროექტში მოგვცემს წარმატების ფორმულას. ამ შემთხვევაში, წარმატება იქნება ის, რომ გვქონდეს მეტი საქართველო ჰოლივუდში და მეტი ჰოლივუდი - საქართველოში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
„ჩემი, როგორც კინომწარმოებლის, კინომოყვარულის და სტუდიის ხელმძღვანელის ოცნება ყოველთვის იყო გლობალურ კინემატოგრაფიულ სამყაროში ხიდების აგება“ - თქვა სტუდიის WonderHill Studios თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარვინ პერტმა. „რაც უფრო მეტ ისტორიას მოვყვებით მრავალფეროვანი აუდიტორიის შესახებ მრავალფეროვანი ლანდშაფტების გამოყენებით, მით უფრო დავახლოვდებით, როგორც გლობალური საზოგადოება. და რაც უფრო ახლოს ვიქნებით, როგორც გლობალური საზოგადოება, მით უფრო ახლოს მივალთ მშვიდობიან თანაცხოვრებასთან“.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა