მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„სილქნეტი“ ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ახლაც პირველია, ვინც მომავლის ტექნოლოგიებს ნერგავს მომხმარებლისთვის - ილია ენუქაშვილი

news image
mbc image

კანდიდატობის სტატუსის პარალელურად რეფორმებში თანმიმდევრულობის აუცილებლობაზე საუბრობს კომპანია „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი, ილია ენუქაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომის შემთხვევაში საქართველოს ბიზნესგარემოსა და ქართული კომპანიების სანდოობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„რაც უფრო მეტი კომპანია დაუახლოვებს ბიზნესსაქმიანობას ევროკავშირის სტანდარტებს, მით მეტად გაიზრდება ეკონომიკის და კომერციის მასშტაბები.  ევროკავშირთან ინტეგრაციის და ჰარმონიზაციის პროცესი სტატუსის მიღებამდე ბევრად ადრე დაიწყეს ცალკეულმა კომპანიებმა. მათ შორისაა „სილქნეტი“. კომპანიის მიერ გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა, საერთაშორისო ინსტიტუციების აღიარება მოუტანა „სილქნეტ“ს, როგორც ტექნოლოგიური განვითარების, ისე ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი.

ილია ენუქაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „სილქნეტმა“ თბილისის ცენტრალურ უბნებში 5G ტექნოლოგიის გაშვება დაუკავშირა. 

„სილქნეტი“ ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე  და ახლაც პირველია, ვინც მომავლის ტექნოლოგიებს ნერგავს მომხმარებლისთვის, ის რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ორი დღის წინ კი,  მსოფლიო ბანკისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის (RSF)  მიერ დაწესებული ჯილდო BARTA 2023 მიენიჭა სილქნეტს - საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობისთვის. ასეთი აღიარება   ზრდის კომპანიის მდგრადობას“, - აცხადებს ილია ენუქაშვილი.

„სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი ჩვენთან ინტერვიუში არ მალავს, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროკავშირთან რეგულაციების ჰარმონიზაციის პროცესი ხარვეზების გარეშე არ მიმდინარეობს.  თუმცა ენუქაშვილი დარწმუნებულია, რომ სექტორი და ზოგადად ქართული ეკონომიკა გაცილებით მეტად მიმზიდველი იქნება ინვესტიციებისთვის, თუ ქვეყანას ჭეშმარიტად ევროპულის მსგავსი საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები ექნება.

ევროპული მომავლის გზაზე წინ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპია, ეს კი საქართველოსგან დამატებით ნაბიჯებს ითხოვს, ნაბიჯებს რომელიც ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს! ამისთვის კი საქართველოს წინ სრული ერთი წელი აქვს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა