სილქნეტი – ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტ პროვაიდერი კახეთში
კომუნიკაციების კომისიის მიერ, მაისში, კახეთის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავდა მობილური ოპერატორების ხარისხის შეფასებას ხმოვანი ზარებისა და მობილური ინტერნეტის საველე ტესტირების მეშვეობით, სილქნეტი წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს ხარისხის ყველა მაჩვენებლით.
წარმატებულად განხორციელებული ზარების პროცენტული მაჩვენებელი მობილური ოპერატორების მიხედვით:
სილქნეტი 98,5%; მაგთიკომი 85,6%; სელფი 77,3%
მობილური ინტერნეტით მონაცემთა გადმოწერის სიჩქარე კომპანიების მიხედვით:
სილქნეტი 50 მბიტ/წმ; მაგთიკომი 33 მბიტ/წმ; სელფი 6.6 მბიტ/წმ
მობილური ინტერნეტით მონაცემთა ატვირთვის სიჩქარე კომპანიების მიხედვით:
სილქნეტი 15 მბიტ/წმ; მაგთიკომი 9.1 მბიტ/წმ; სელფი 7.8 მბიტ/წმ
ინტერნეტ-პაკეტის დაყოვნება (ICMP PING) ოპერატორების მიხედვით:
სილქნეტი 41 მილიწამი; მაგთიკომი 47 მილიწამი; სელფი 61 მილიწამი.
აღსანიშნია, რომ სილქნეტის მობილური ინტერნეტის უპირატესობა თვალსაჩინოა, როგორც მთელი კახეთის მასშტაბით, ასევე თელავში. კერძოდ, კომუნკაციების კომისიის მიერ ქალაქში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე გამოქყვეყნებული ანგარიშის თანახმად:
მობილური ინტერნეტით გადმოწერის სიჩქარე ოპერატორების მიხედვით:
სილქნეტი 47.2 მბიტ/წმ; მაგთიკომი 28.9 მბიტ/წმ; სელფი 10.2 მბიტ/წმ
მობილური ინტერნეტით ატვირთვის სიჩქარე ოპერატორების მიხედვით:
სილქნეტი 18,4 მბიტ/წმ; მაგთიკომი 13,3 მბიტ/წმ; სელფი 8,1 მბიტ/წმ.
სილქნეტი მეორე ათეული წელია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერია. ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, ასევე მაგისტრალურ გზებზე, მათ შორის რკინიგზის გასწვრივ, სილქნეტის ქსელით უზრუნველყოფილია ხარისხიანი, უწყვეტი და უსწრაფესი ინტერნეტ კავშირი. ამავე დროს, კომპანია წარმატებით აგრძელებს ქსელის განვითარებასა და გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში.
ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, სილქნეტი უზრუნველყოფს ქსელის მოდერნიზაციას და ახალი სადგურების მონტაჟს, რაც სერვისის გაუმჯობესებაზე აისახება. სილქნეტის ქსელი ინარჩუნებს ლიდერობას, როგორც საქართველოს კომუნიკაციების კომისიის, ისე ანალიტიკური პლატფორმის OOKLA -ს ანგარიშების მიხედვით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.