სილქნეტი სუხიშვილების ფესტივალის მხარდამჭერია
წინანდლის მამული მაისში კულტურულ ღონისძიებათა სერიას - „ვარდობისთვეს“ მასპინძლობს, რომლის განსაკუთრებული ნაწილია ქართული ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ თემატური კონცერტები. ღონისძიებების სპონსორი კომპანია სილქნეტია.
სამდღიანი პროგრამა წინანდლის მამულის ამფითეატრში გაიმართება, რომელიც სრულიად განსხვავებულ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს გააერთიანებს და ანსამბლის სხვადასხვა ეპოქასა და შემოქმედებით პერიოდს წარმოაჩენს:
• 22 მაისი — კლასიკური პროგრამა
• 23 მაისი — პროგრამა „ზეკარი“
• 24 მაისი — პროგრამა „ქარაბშა“
საფესტივალო დღეებს კონცერტებით „სუხიშვილების“ უმცროსი თაობაც შეუერთდება.
წინანდლის მამულის საგამოფენო სივრცეში კი წარმოდგენილი იქნება ანსამბლის 80-წლიანი ისტორიის ამსახველი ფოტომასალა, საარქივო ექსპონატები და საცეკვაო კოსტიუმები.
სილქ ჰოსფითალითის, წინანდლის მამულისა და სილქნეტის თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება და გამოფენა გამართულა. სწორედ ისტორიულ მამულში ტარდება ყოველწლიურად წინანდლის ფესტივალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაში.
სხვა სიახლეები
ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი
19.09.2026.16:42
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.
„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ