მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.6
-0.0079
flag
AZN 1.5467
-0.0005
flag
CNY 38.81
-0.0054
flag
EUR 2.9984
-0.006
flag
GBP 3.5139
-0.0154
flag
KZT 56.21
0.0006
flag
TRY 0.0557
0
flag
USD 2.629
-0.0011
news banner

სილქნეტი "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

news image
mbc image

სილქნეტის მიერ დაფუძნებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს ვეტერანების და სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას. იანვრიდან დღემდე ფონდმა 60-მდე ბენეფიციარს გაუწია დახმარება. მათ შორის იყო გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთ კლინიკებში, დაშავებული სამხედროების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების კურსების ორგანიზება, ასევე ბენეფიციართა ოჯახის წევრთა საგანმანათლებლო თუ სხვა საჭიროებებისთვის თანხების გამოყოფა.

2026 წელს ფონდში შემოწირულობებმა 561 000 ლარი შეადგინა. აქედან ბოლო ექვს თვეში 280 000 ლარი მოხმარდა 58 ბენეფიციარს, რომელთა შორის 13 ვეტერანი და 45 სამხედრო მოსამსახურეა.

დახმარებები გაიცა შემდეგ კატეგორიებში:

1. გადაუდებელი ოპერაციები 64 677 ლარი

2. 50% თანადაფინანსება 106 160 ლარი

3. სამედიცინო მომსახურება 36 030 ლარი

4. მედიკამენტები 6 925 ლარი

5. შვილების დახმარება 31 314 ლარი

6. მეუღლეების დახმარება 21 677 ლარი

7. პროფესიული გადამზადება 11 821 ლარი

8. ადაპტაცია 987 ლარი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს სილქნეტის ინიციატივით დაარსდა. კომპანია ფონდის მთავარი დონორი გახდა, რითაც მხარდაჭერა გამოუ-ცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ დაშავებულ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. ფონდის შემომწირველები ასევე გახდნენ ფიზიკური პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი.

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” იმ ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას იზიარებს, სადაც მებრძოლთა და ვეტერანთა მხარდაჭერის პრაქტიკა არსებობს. ფონდის საქმიანობა გამჭვირვალეა. მისი ფინანსური და წლიური ანგარიშები ფონდის ვებ გვერდზეა განთავსებული.

დონაციის მსურველებისთვისშექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების თანადგომა. ვეტერანებისა და სამხედროების მხარდასაჭერად ტრადიციულად იმართება საქველმოქმედო გარბენი, რომელიც საზოგადოების ჩართულობას და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “ვქმნით შესაძლებლობებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - არჩილ გაჩეჩილაძე Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატს შეხვდა

22.07.2026.19:15

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატს, ილია ჯახაიას შეხვდა. ილია ჯახაია Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, ბანკის დაფინანსებით, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე, Colorado School of Mines-ში სრული დაფინანსებით სწავლობს.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია, Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის მხარდამჭერია და ახალგაზრდებს აშშ-ში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სწავლის შესაძლებლობას აძლევს.

"საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ახალგაზრდებს არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობასაც აძლევს. სწორედ ამიტომ, უკვე მრავალი წელია 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ვქმნით განათლების შესაძლებლობას. ერთ ერთინ ასეთი პროექტია Fulbright-ის პროგრამაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო საერთაშორისო განათლება, დააგროვოს უნიკალური გამოცდილება და ეს ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. წარმატებას ვუსურვებ ილია ჯახაიას და ყველა ახალგაზრდას, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება, ჩვენ კი ვაგრძელებთ განათლების შესაძლებლობების შექმნას ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„შეხვედრა ვისაუბრეთ ახალგაზრდების პროფესიული განვითარების საკითხებსა და საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებზე. მათ შორის, ქვეყანაში ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის, საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში დაბრუნებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე,- აღნიშნა ილია ჯახაიამ.

საქართველოს ბანკმა Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობა 2014 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ბანკის სტიპენდია მიიღო 17-მა სტუდენტმა. მომავალში ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტები მაგისტრის ხარისხს მათთვის სასურველი მიმართულებით იღებენ. მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება, შეიძინონ გლობალური გამოცდილება და ცოდნა საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის გამოიყენონ.

ინფორმაციისთვის, Fulbright 1946 წელს შეიქმნა და აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. პროგრამაში ყოველწლიურად მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან შერჩეული სტუდენტები მონაწილეობენ, ხოლო მისი კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ საჯარო, კერძო და აკადემიურ სექტორებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა