სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
26 მაისს, სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული აბონენტები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებით “შექმენი შენი მეტი”. აქციის ფარგლებში, მოხმარებელი შეძლებს ერთ პაკეტშიგააერთიანოს მობილური ინტერნეტის, სასაუბრო წუთების და SMS-ების სასურველ ოდენობა.
ამ იდეალური კომბინაციის გააქტიურებისას აბონენტი მიიღებს 26%-იან “ქეშბექს”.
შეთავაზებაში მონაწილეობს:
ინტერნეტ პაკეტები
სასაუბრო წუთები
SMS
“შექმენი შენი მეტი” შეთავაზების გასააქტიურებლად აუცილებელია მინიმუმ ორი კომპონენტისარჩევა.
პაკეტების შეძენა შესაძლებელია MySilknet აპლიკაციიდან, როგორც ბალანსზე არსებული თანხით, ასევე აპპში ინტეგრირებული ბარათით.
აქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ფიზიკური პირი აბონეტებისთვის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.